მუხლი 29🔗
იარაღის, საბრძოლო მასალის და აღჭურვილობის დაკარგვის, განადგურების და ა.შ. შემთხვევაში, უსაფრთხოების დირექტორატისთვის შეტყობინების პარალელურად, წერილობით უნდა ეცნობოს შეიარაღებაზე მატერიალურად პასუხისმგებელ პირს მომხდარი ფაქტის შესახებ, რის საფუძველზეც არსებული წესით შეიარაღებაზე მატერიალურად პასუხისმგებელი პირი ახორციელებს იარაღის მოხსნას დანაყოფიდან და აღრიცხვაზე დაყენებას დანაკლისების წიგნში (დანართი №4)