ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №21 დადგენილებით დამტკიცებულ ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №38 |
|
2015 წლის 10 სექტემბერი ქ. ვანი |
ა) 35-ე მუხლს დაემატოს მე-4 პუნქტი და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. მუნიციპალიტეტის გამგეობა თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველსაყოფად ვალდებულია შექმნას ორგანიზაციული და მატერიალურ-ტექნიკური პირობები მოქალაქეთა მიღების, მოქალაქეთა შეხვედრების, გამგეობის საქმიანობის და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესის გამჭვირვალობისათვის.“;
ბ) დებულებას დაემატოს 351 მუხლი და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 351. დასახლების საერთო კრება
1. დასახლების საერთო კრება არის სოფლის/დაბის/ქალაქის მოსახლეობის თვითორგანიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმა, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩევლის ამ დასახლებისა და მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის, გადაწყვეტისა და აღნიშნული მუნიციპალიტეტის ორგანოების წინაშე ინიციირების პროცესებში ქმედით ჩართულობას.
2. დასახლების საერთო კრების უფლებამოსილება, მოწვევისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და საერთო კრების ტიპური დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.“;
გ) დებულებას დაემატოს 352 მუხლი და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 352. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო
1. მუნიციპალიტეტის გამგებლის სათათბირო ორგანო არის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედიან მეწარმე იურიდიული პირების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წარმომადგენლები.
2. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს დებულებასა და შემადგენლობას ამტკიცებს გამგებელი. შემადგენლობა განისაზღვრება 11 წევრით.
3. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს უფლებამოსილებები და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და გამგებლის მიერ დამტკიცებული სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს დებულებით.".
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №21 დადგენილებით დამტკიცებულ ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №21 დადგენილებით დამტკიცებულ ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.09.2015.
- როდის იქნა მიღებული „ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №21 დადგენილებით დამტკიცებულ ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ“?
- „ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №21 დადგენილებით დამტკიცებულ ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ“ მიღებულია 10.09.2015. მიმღები ორგანო — ვანის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №38. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.121.016182.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №21 დადგენილებით დამტკიცებულ ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №21 დადგენილებით დამტკიცებულ ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №21 დადგენილებით დამტკიცებულ ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.09.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №21 დადგენილებით დამტკიცებულ ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ“, №38, 10.09.2015, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.121.016182 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.09.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2977838/