1. ფარმაცევტული პროდუქტის წარმოება საქართველოს ნაციონალური GMP-ის (კარგი საწარმოო პრაქტიკის) სერტიფიკატის ფლობის გარეშე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობებით −
გამოიწვევს დაჯარიმებას 50 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 100 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.
3. ფარმაცევტული პროდუქტის საბითუმო დისტრიბუცია საქართველოს ნაციონალური GDP-ის (კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის) სერტიფიკატის ფლობის გარეშე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობებით −
გამოიწვევს დაჯარიმებას 30 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.
4. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 60 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.
საქართველოს 2022 წლის 1 დეკემბრის კანონი №2273 – ვებგვერდი, 13.12.2022წ.
საქართველოს 2001 წლის 18 დეკემბრის კანონი №1191 – სსმ I, №36, 31.12.2001წ., მუხ.140
საქართველოს 2013 წლის 30 ივლისის კანონი №907 - ვებგვერდი, 20.08.2013