„ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 06.11.2014 წლის №31 დადგენილებით დამტკიცებულ „ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულებაში“ ცვლილების განხორციელების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ნოემბრის N40 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (2)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №38 |
|
2015 წლის 16 სექტემბერი ქ. მცხეთა |
1) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 ნოემბრის №31 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“.
2) ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ნოემბრის №40 დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს“.
3) დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 ნოემბრის №31 დადგენილებით (matsne.gov.ge, 10.11.2014, 010250000.35.175.016031) დამტკიცებულ
„ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულებაში“ კერძოდ:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების 1-ლი მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისია იქმნება და საქმიანობს საქართველოს კანონმდებლობისა და ამ დებულების საფუძველზე.“;
ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის „გ.ე“ ქვეპუნქტი, „დ“ ქვეპუნქტები და „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ.ე) არადისკრიმინაციულობა – კონკურსის ან/და ატესტაციის პროცედურები უნდა უზრუნველყოფდეს პირთა თანასწორობას განურჩევლად რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნისა. დაცული უნდა იყოს საქართველოს კანონის „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ მოთხოვნები;“;
„დ) კომისია – საკონკურსო-საატესტაციო კომისია, რომელიც შექმნილია საქათველოს კანონისა და ამ დებულების საფუძველზე;“;
„ე) დაწესებულება – დაწესებულება უფლებამოსილია გამოაცხადოს კონკურსი ვაკანტურ თანამდებობაზე, საქართველოს კანონმდებლობის დადგენილი წესით.“;
გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას;
დ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მეორე და მეოთხე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარეს განკარგულებით ნიშნავს ადგილობრივი თვითმმართველობის საკრებულო.“;
„4. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობაში აუცილებელი საჭიროების გათვალისწინებით შეიძლება მოწვეულ იქნენ დამოუკიდებელი სპეციალისტები და პროფესიული კავშირის წევრები.“;
ე) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლის მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. კონკურსის პროგრამას, პირობებსა და ჩატარების გრაფიკს განსაზღვრავს საკონკურსო-საატესტაციო კომისია.“.
|