ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 17.09.2015
ძალის დაკარგვა 01.01.2016
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №23-97
სარეგისტრაციო კოდი 190020030.35.101.016209
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/09/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,038 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.09.2015 მიღება
01.01.2016 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №23-97 2015 წლის 17 სექტემბერი ქ. თბილისი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის,  64-ე მუხლის „ა“ პუნქტისა და 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის  და  „ნორმატიული აქტების შესახებ"  საქართველოს კანონის  25-ე  მუხლის   შესაბამისად,  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს: 1.   დამტკიცდეს  „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესი“ დანართის შესაბამისად. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „სპორტული ღონისძიებები“ (კოდი 8.6.1) და პროგრამის „ახალგაზრდული ღონისძიებები“ (კოდი 8.8) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 9 ივნისის №13-57 დადგენილება. 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი დანართი  ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი  1. ეს წესი განსაზღვრავს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის  „სპორტული ღონისძიებები“ (კოდი 8.6.1), პროგრამის  „ახალგაზრდული ღონისძიებები“ (კოდი 8.8), ქვეპროგრამა „სკოლამდელი განათლების მართვის სისტემის გაუმჯობესება“ (კოდი 7.1.1), ქვეპროგრამა „ინტელექტუალური, საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 7.2.1), პროგრამა „პროფესიული და ზრდასრულთა განათლების განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი 7.4.) და ქვეპროგრამა „უწყვეტი განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი 7.5.1) განხორციელების პირობებს. 2. ამ წესის განხორციელების მიზნით, ქალაქ თბილისი მუნიციპალიტეტის მთავრობა ქმნის კომისიას და ამტკიცებს  მის დებულებას. 3.  ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ დაფინანსებებზე, რომლებზედაც თანხები გამოიყოფა  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის  ბიუჯეტის ქვეპროგრამაში  „სპორტული ღონისძიებები“ (კოდი 8.6.1) და პროგრამაში  „ახალგაზრდული ღონისძიებები“ (კოდი 8.8), ქვეპროგრამაში „სკოლამდელი განათლების მართვის სისტემის გაუმჯობესება“ (კოდი 7.1.1), ქვეპროგრამაში „ინტელექტუალური, საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 7.2.1), პროგრამაში  „პროფესიული და ზრდასრულთა განათლების განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი 7.4.) და ქვეპროგრამაში „უწყვეტი განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი 7.5.1) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გადატანილი თანხების ფარგლებში. მუხლი 2🔗. დაფინანსების მიმღები სუბიექტები ამ წესით განსაზღვრული დაფინანსების მიმღები სუბიექტები არიან ქალაქ  თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაციების საინიციატივო  ჯგუფები,   სპორტული ფედერაციები, სპორტული კლუბები, სპორტული და ახალგაზრდული ცენტრები, ახალგაზრდული ორგანიზაციები და სტუდენტური თვითმმართველობები. მუხლი 3🔗. განაცხადების რეგისტრაცია დაფინანსების მისაღებად დაინტერესებულმა სუბიექტმა უნდა მიმართოს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურს (შემდგომში – სამსახური) წერილობითი განცხადებით, რომელსაც თან უნდა ერთოდეს სრულყოფილად შევსებული,  სამსახურის მიერ დამტკიცებული  საპროექტო განაცხადის ფორმა. მუხლი 4🔗. განაცხადების განხილვა და დაფინანსება  1. სამსახურის  მიერ განხორციელდება მხოლოდ სრულყოფილად შევსებული საპროექტო განაცხადის  განხილვა. იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი განაცხადი  აკმაყოფილებს ამ წესითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, სამსახური ხსენებულ განაცხადს განსახილველად გადაუგზავნის  კომისიას. 2. ქვეპროგრამით  „სპორტული ღონისძიებები“  (კოდი 8.6.1)  და პროგრამით  „ახალგაზრდული ღონისძიებები“ (კოდი 8.8), ქვეპროგრამა „სკოლამდელი განათლების მართვის სისტემის გაუმჯობესება“ (კოდი 7.1.1), ქვეპროგრამა „ინტელექტუალური, საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 7.2.1), პროგრამა „პროფესიული და ზრდასრულთა განათლების განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი 7.4.) და ქვეპროგრამა „უწყვეტი განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი 7.5.1)   გათვალისწინებული ღონისძიებების  დაფინანსება    შესაძლოა განხორციელდეს როგორც სრული ხელშეწყობით, ასევე თანადაფინანსებით. 3.  დაფინანსება ხორციელდება სამსახურისთვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით ქვეპროგრამისთვის  „სპორტული ღონისძიებები“    (კოდი 8.6.1)  და პროგრამისთვის „ახალგაზრდული ღონისძიებები“ (კოდი 8.8), ქვეპროგრამა „სკოლამდელი განათლების მართვის სისტემის გაუმჯობესება“ (კოდი 7.1.1), ქვეპროგრამა „ინტელექტუალური, საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 7.2.1), პროგრამა „პროფესიული და ზრდასრულთა განათლების განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი 7.4.) და ქვეპროგრამა „უწყვეტი განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი 7.5.1)   გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4.  დაფინანსებას ექვემდებარება განცხადება შემდეგი მიმართულებით: ა) სპორტული ღონისძიებების ქვეპროგრამის  (კოდი 8.6.1) ფარგლებში: ა.ა) სპორტის  სხვადასხვა სახეობის განვითარების ხელშეწყობა; ა.ბ) საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება;  ა.გ) სპორტის სხვადასხვა სახეობის საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი გუნდების მომზადებასა და საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში (მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში, სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირში) მონაწილეობის ხელშეწყობა; ა.დ) საქართველოს და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩემპიონატებისა და პირველობების ჩატარება; ა.ე) სპორტული რეზერვისა და მაღალი კლასის სპორტსმენების მომზადება; ბ) ახალგაზრდული ღონისძიებების  პროგრამის (კოდი 8.8) ფარგლებში: ბ.ა)  საზოგადოებრივი გაერთიანებების ხელშეწყობა; ბ.ბ) მოქმედი და ახლად შექმნილი ახალგაზრდული ორგანიზაციების ხელშეწყობა; ბ.გ) ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა; ბ.დ) სოციალური აქტივობების ფარგლებში, განსაკუთრებული საჭიროების მქონე მომავალი თაობის წარმომადგენელთა დახმარება; ბ.ე) ახალგაზრდა შემოქმედთა გამოსავლენად და ხელშესაწყობად, ფესტივალების, გამოფენის, ლიტერატურული საღამოებისა და სხვა კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზება; ბ.ვ) საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმისა და სასწავლო-სამეცნიერო სამუშაო  შეხვედრების ორგანიზება; გ) სკოლამდელი განათლების მართვის სისტემის გაუმჯობესების ქვეპროგრამის (კოდი 7.1.1) ფარგლებში: გ.ა) ინკლუზიური სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა, და ამ მიმართულებით პროექტების ხელშეწყობა, რომელიც ორიენტირებული იქნება აღსაზრდელების ინდივიდუალურ საჭიროებებზე; გ.ბ) საბავშვო ბაგა-ბაღების პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა; გ.გ) სკოლამდელი განათლების მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფების ხელშეწყობა; დ) ქვეპროგრამა „ინტელექტუალური, საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 7.2.1): დ.ა) სასკოლო სასწავლო გეგმითა და ეროვნული სასწავლო გეგმის ზემოთ საგანმანათლებლო  პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა; დ.ბ) პრიორიტეტული მიმართულებების (სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის, სამეწარმეო უნარ-ჩვევების გაუმჯობესების, ეკოლოგიური და სხვა) პროგრამების ხელშეწყობა; დ.გ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეთათვის განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა "ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად; ე) პროგრამა „პროფესიული და ზრდასრულთა განათლების განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი 7.4.): ე.ა) მასტერკლასების, კონფერენციების, სამუშაო შეხვედრებისა და სასწავლო-შემეცნებითი ექსპედიციების მოწყობა; ე.ბ) საგანმანათლებლო ინიციატივების წახალისება და განხორციელების ხელშეწყობა; ე.გ) საგანამანთლებლო ორგანიზაციების წახალისება და განვითარების ხელშეწყობა; ვ) ქვეპროგრამა „უწყვეტი განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი 7.5.1): ვ.ა) გადაწყვეტილების მიღების პროცესში მართვის თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა; ვ.ბ) საზოგადოების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა სხვადასხვა მიმართულებით (სამოქალაქო და სამართლებრივი განათლება, ეკოლოგია, გარემოს დაცვა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ა.შ.); ვ.გ) საგანმანათლებლო ინიციატივების წახალისება; ვ.დ) ახალგაზრდულ-საგანმანათლებლო ორგანიზაციების წახალისება და განვითარების ხელშეწყობა; 5. კომისია დაფინანსების მოთხოვნის თაობაზე  განაცხადს განიხილავს და, დადებითი შეფასების შემთხვევაში, გადაწყვეტილებას დაფინანსების შესახებ წარუდგეს სამსახურის უფროსს,   თუ მოთხოვნილი თანხა არ აღემატება 10000 (ათი ათას) ლარს. 6.  თუ წარმოდგენილი განაცხადით მოთხოვნილი თანხა აღემატება 10000 (ათი ათას) ლარს,  დადებითი შეფასების შემთხვევაში, კომისია რეკომენდაციას  გაუწევს სამსახურის უფროსს, რათა მან აღნიშნული პროექტი განსახილველად წარუდგინოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას. 7.  შენიშვნების არსებობის შემთხევაში, კომისია  უფლებამოსილია განმცხადებელს   მოსთხოვოს საპროექტო განაცხადის  შესწორებული ვარიანტის წარმოდგენა ათი დღის ვადაში. 8. განცხადება კომისიას არ ეგზავნება განსახილველად და განმცხადებელს ეცნობება უარყოფითი პასუხი, თუ განცხადების შესწავლისას წარმოდგენილი განაცხადი  არ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ კრიტერიუმებს. მუხლი 5🔗. დაფინანსების გაცემა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო  საქალაქო   სამსახური,  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით ქვეპროგრამისთვის  „სპორტული ღონისძიებები“    (კოდი 8.6.1) და პროგრამისთვის  „ახალგაზრდული ღონისძიებები“ (კოდი 8.8) ქვეპროგრამისთვის „სკოლამდელი განათლების მართვის სისტემის გაუმჯობესება“ (კოდი 7.1.1), ქვეპროგრამისთვის  „ინტელექტუალური, საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 7.2.1), პროგრამისთვის  „პროფესიული და ზრდასრულთა განათლების განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი 7.4.) და ქვეპროგრამისთვის „უწყვეტი განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი 7.5.1)  გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, უზრუნველყოფს შესაბამისი ღონისძიებების დაფინანსებას სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე.  მუხლი 6🔗. კონტროლის განხორციელება აღნიშნული წესის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლი განხორციელდება სამსახურის მონიტორინგისა და შეფასების განყოფილების მიერ, წინასწარ განსაზღვრული მონიტორინგის მექანიზმებით.