კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ
მიღების თარიღი 18.09.2015
გამომცემი ორგანო კასპის მუნიციპალიტეტი
ნომერი №29
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.149.016261
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/09/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.09.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ილია ზაქარიაძე | საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №29
2015 წლის 18 სექტემბერი
ქ. კასპი
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების და 156-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
1. განესაზღვროს კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილებათა განხორციელებისთვის საჭირო ხარჯების ანაზღაურება (ზღვრული ოდენობა) თვეში 397,5 (სამას ოთხმოცდაჩვიდმეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარის ოდენობით:
ა) საკრებულოს სხდომებში მონაწილეობისათვის;
ბ) საკრებულოს კომისიებში მონაწილეობის მისაღებად;
გ) კასპის ადმინისტრაციულ ერთეულში და კასპის მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორიაში შემავალი თითოეული სოფლის ამომჩევლებთან თვის განმავლობაში არანაკლებ სამი შეხვედრისათვის.
2. თუ საკრებულოს წევრი ამ მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობიდან შეასრულებს მხოლოდ ორს, მიეცეს ხარჯების ანაზღაურებისათვის გათვალისწინებული თანხის ზღვრული ოდენობა 20%-ის გამოკლებით, ხოლო თუ საკრებულოს წევრი ამ მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობიდან არ შეასრულებს ორს მაინც, არ მიეცეს ხარჯების ანაზღაურებისათვის გათვალისწინებული თანხა.
3. საკრებულოს თითოეული წევრისთვის ამ მუხლის 1-ლ პუნქტში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯის გაცემა ხდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ ერთიანი სახით მიწოდებული ინფორმაციის (მოხსენებითი ბარათის) საფუძველზე.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკრებულოს წევრის საქმიანობის აღრიცხვის წარმოებას ახორციელებს კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.
5. საკრებულოს თითოეული წევრისთვის (გარდა თანამდებობის პირებისა) ამ მუხლის 1-ლი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკრებულოს წევრის საქმიანობის აღრიცხვისათვის საკრებულოს წევრები, როგორც წესი, ყოველი თვის 20 რიცხვში (თუ შესაბამისი თვის 20 რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს – მომდევნო სამუშაო დღეს) საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენენ მოხსენებით ბარათს, რომელშიც მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია ამომრჩევლებთან შეხვედრისა ან/და საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირებთან შეხვედრის შესახებ წინა თვეში ამ პუნქტით გათვალისწინებული განცხადების წარდგენის დღიდან მიმდინარე თვეში შესაბამისი განცხადების წარდგენის დღემდე.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ საკრებულოს წევრის მოხსენებით ბარათში აისახება:
ა) შეხვედრის ჩატარების დრო და ადგილი;
ბ) შეხვედრის თემატიკა.;
გ) ამომრჩევლებთან შეხვედრის დამადასტურებელი დოკუმენტი (არანაკლებ სამი ამომრჩევლის ხელმოწერით დადასტურებული აქტი).
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეილია ზაქარიაძე