წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ

მიღების თარიღი 25.09.2015
გამომცემი ორგანო წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №62
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.122.016327
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/09/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 493 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ახალაძე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 01.02.2017 ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 26.04.2024 ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 31.12.2025 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 08.07.2022 ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 05.12.2014

დოკუმენტის ტექსტი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №62 2015 წლის 25 სექტემბერი ქ. წყალტუბო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 41-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო  ა დ გ ე ნ ს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი, დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება  ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2015 წლის 1 ოქტომბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ახალაძე  დანართი №1 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი მუხლი 1🔗. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა განესაზღვროს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის საჭირო ხარჯების ანაზღაურებისათვის (ზღვრული ოდენობა) თვეში 397 (სამას ოთხმოცდაჩვიდმეტი) ლარის ოდენობით: ა) საკრებულოს კომისიებში, ფრაქციებში, საკრებულოს მიერ შექმნილ დროებით სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობის მისაღებად – 197 (ას ოთხმოცდაჩვიდმეტი) ლარი; ბ) საკრებულოს სხდომებში მონაწილეობისათვის – 100 (ასი) ლარი; გ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოქალაქეებთან თვის განმავლობაში არანაკლებ ორი შეხვედრისათვის – 100 (ასი) ლარი. მუხლი 2🔗. საკრებულოს წევრებისათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღებისათვის ხარჯების ანაზღაურება 1. საკრებულოს წევრებისათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოსა და მის ორგანოებში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით ხარჯების ოდენობის განსაზღვრისათვის გათვალისწინებულ იქნეს საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების, ასევე საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფებში საკრებულოს თითოეული წევრის ფაქტობრივი დასწრების მონაცემები. ამ მონაცემების საფუძველზე საკრებულოს აპარატი ადგენს მოხსენებით ბარათს, როგორც წესი, ყოველი თვის 20 რიცხვიდან მომდევნო თვის 20 რიცხვამდე არსებული მდგომარეობით (თუ შესაბამისი რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს მომდევნო სამუშაო დღეს). 2. საკრებულოს წევრი, რომელიც არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდება საკრებულოს სხდომაზე, თითოეული სხდომის გაცდენისათვის დაუკავდება 50 (ორმოცდაათი ლარი), ხოლო ცალკეული ორგანოების (კომისია, ფრაქცია, დროებითი სამუშაო ჯგუფები) სხდომების არასაპატიო მიზეზით თითოეული გაცდენისათვის – 30 (ოცდაათი) ლარი. 3. საკრებულოს წევრმა საკრებულოსა და შესაბამისი ორგანოების (კომისია, ფრაქცია, დროებითი სამუშაო ჯგუფი) სხდომაზე  გამოუცხადებლობის მიზეზი, წინასწარ, სხდომის დაწყებამდე უნდა აცნობოს შესაბამისი სხდომის თავმჯდომარეს. თუ საკრებულოს წევრმა, სხდომის დაწყებამდე ვერ წარმოადგინა წერილობითი განცხადება, შესაბამისი სხდომის დაწყებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში უნდა წარმოადგინოს საპატიო მიზეზის არსებობის დამადასტურებელი ცნობა. მუხლი 3🔗. საკრებულოს წევრებისათვის (გარდა თანამდებობის პირებისა) ამომრჩევლებთან შეხვედრისათვის დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება 1. საკრებულოს თითოეული წევრისათვის ამომრჩევლებთან შეხვედრისათვის ასანაზღაურებელი ხარჯის კონკრეტული ოდენობა განისაზღვრება საკრებულოს აპარატის მიერ ერთიანი სახით მიწოდებული ინფორმაციის (მოხსენებითი ბარათის) საფუძველზე, რომელიც დგება საკრებულოს თითოეული  წევრის (გარდა თანამდებობის პირებისა)  მიერ ყოველი თვის 20 რიცხვში წარდგენილი განცხადების საფუძველზე, რომელსაც თან უნდა ახლდეს ამომრჩევლებთან შეხვედრის დამადასტურებელი დოკუმენტი (ოქმი) არანაკლებ სამი ამომრჩევლის  ხელმოწერით. 2. საკრებულოს წევრს ამომრჩევლებთან შეხვედრისათვის მაქსიმალურად განსაზღვრულ  ოდენობაზე ნაკლები შეხვედრის ჩატარებისათვის ანაზღაურება შეუმცირდეს თითოეულ შეხვედრაზე 50 (ორმოცდაათი) ლარით. მუხლი 4🔗. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახური, ამ წესის მიხედვით, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე (ბრძანება), საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან  დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვას უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, როგორც წესი, საანგარიშო თვის 25-30 რიცხვამდე.