2. გემის კაპიტნები ვალდებული არიან შეძლებისდაგვარად აცნობონ ერთმანეთს თავიანთი გემის სახელწოდება, მიწერის ნავსადგური, აგრეთვე გამოსვლის და დანიშნულების ნავსადგურები ან უახლოესი ნავსადგური, რომელშიც გემი შევა.

3. ამ მუხლით გათვალისწინებულ ვალდებულებათა დარღვევისათვის გემის კაპიტანი პასუხს აგებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

4. გემთმფლობელი პასუხს არ აგებს გემის კაპიტნის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შეუსრულებლობისათვის.

თავი XVIII. გემებით გარემოს დაბინძურების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურე