1. შერეული და პირდაპირი საზღვაო მიმოსვლით ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული პრეტენზია განეცხადება ტვირთის იმ გადამზიდავს, რომლის სატრანსპორტო საშუალებებითაც ტვირთი გადაზიდეს ან უნდა გადაეზიდათ დანიშნულების ნავსადგურში.
2. იმ შემთხვევაში, როცა ტრანსპორტირების საბოლოო პუნქტია სარკინიგზო ან საავტომობილო სადგური ან აეროპორტი, პრეტენზია წარედგინება შესაბამის გადამზიდავს სათანადო სახეობის ტრანსპორტის მიმართ დადგენილი წესებით.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 15.05.1997).
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს საზღვაო კოდექსი“, მუხლი 365, №715, 15.05.1997, სარეგისტრაციო კოდი 400.010.020.05.001.000.212 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/29908/muxli-365/