2.საზღვარგარეთის ნავსადგურში ამ გარემოებათა წერილობითი დამოწმება ხდება ადგილობრივი წესების შესაბამისად.
3. პატაკი ან აქტი უნდა შედგეს შემდეგ გარემოებათა დასამოწმებლად:
ა) შეუსაბამობა ტვირთის ან ბარგის ფაქტობრივ დასახელებას, მასას, ტვირთის ან ბარგის ადგილების რაოდენობას და გადატვირთვის საბუთებში შეტანილ მონაცემებს შორის;
ბ) ტვირთის ან ბარგის დაზიანება ან გაფუჭება;
გ) უსაბუთო ტვირთის, ბარგის ან იმ საბუთების აღმოჩენა, რომლებსაც არ ახლავთ ტვირთი და ბარგი;
დ) გადამზიდავისათვის მოპარული ტვირთისა და ბარგის დაბრუნება;
4. პატაკის ან აქტის ფორმა, მისი შედგენის წესი, აგრეთვე ის გარემოებები, რომელიც აქტის შედგენას არ საჭიროებს, განისაზღვრება დამოუკიდებელი სურვეიერის მიერ მიღებული წესების ან რეკომენდაციების შესაბამისა