2. ეს ვადა აითვლება იმ დღიდან, როცა დაზარალებულმა გაიგო ან უნდა გაეგო მისთვის მიყენებული ზიანის ან დანაკლისის შესახებ, მაგრამ არა უგვიანეს 6 წლისა შემთხვევის დღიდან, როცა მოხდა დაბინძურება და 15 წლისა – შემთხვევის შედეგად გამოწვეული ზიანის დღიდან.

3. „საბუნკერო საწვავით დაბინძურების შედეგად გამოწვეული ზარალის გამო წარმოშობილი სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციიდან გამომდინარე კომპენსაციის მოთხოვნის უფლებაზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით. ამასთანავე, ზიანის გამომწვევი ინციდენტიდან 6 წელზე მეტი არ უნდა იყოს გასული. თუ ინციდენტი რამდენიმე შემთხვევისგან შედგება, 6-წლიანი პერიოდი აითვლება პირველი შემთხვევის დადგომის დღიდან.

საქართველოს 2018 წლის 31
ოქტომბრის
კანონი №3569 – ვებგვერდი, 20.11.2018