1. როდესაც წამოიჭრება საკითხი იმ კონვენციის განმარტების შესახებ, რომლის მხარეებიც, საქმით დაინტერესებული სახელმწიფოების გარდა, არიან სხვა სახელმწიფოებიც, რეგისტრატორმა დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს ასეთ სახელმწიფოებს.
2. ყოველ სახელმწიფოს, რომელმაც ასეთი შეტყობინება მიიღო, აქვს საქმეში ჩართვის უფლება. თუ ის ამ უფლებით ისარგებლებს, გადაწყვეტილებაში მოცემული განმარტება თანაბრად სავალდებულო იქნება მისთვის.