1. როდესაც ერთ-ერთი მხარე არ გამოცხადდება სასამარლოში, ან არ დაიცავს თავის პოზიციას, მეორე მხარეს შეუძლია, მოსთხოვოს სასამართლოს საქმის თავის მოთხოვნის სასარგებლოდ გადაწყვეტა.
2. სასამართლო ვალდებულია, ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილებამდე, დარწმუნდეს არა მარტო იმაში, რომ აქვს იურისდიქცია 36-ე და 37-ე მუხლების თანახმად, არამედ იმაშიც, რომ მოთხოვნა სათანადოდ არის დასაბუთებული ფაქტობრივად და სამართლებრივად.