1. სასამართლოს შეუძლია საკონსულტაციო დასკვნის გაცემა ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე ნებისმიერი ორგანოს მოთხოვნით, რომელსაც ასეთი მოთხოვნის წარდგენის უფლება შეიძლება მიეცეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიით ან მის შესაბამისად.
2. კითხვები, რომელზეც მოთხოვნილია სასამართლოს საკონსულტაციო დასკვნა, სასამართლოს უნდა წარედგინოს წერილობითი მოთხოვნის ფორმით, რომელიც შეიცავს კითხვის ზუსტ ფორმულირებას, რომელზეც მოთხოვნილია დასკვნა, და თან უნდა ერთოდეს ყველა დოკუმენტი, რომელმაც შესაძლოა ნათელი მოჰფინოს კითხვას.