2. რეგისტრატორმა, სპეციალური და პირდაპირი შეტყობინების საშუალებით, ასევე უნდა აცნობოს სასამართლოსთვის მიმართვის უფლების მქონე ნებისმიერ სახელმწიფოს, ან ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელსაც სასამართლოს, ან თუ სასამართლოს სხდომა არ მიმდინარეობს, მისი პრეზიდეტის აზრით, შეუძლია კითხვასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება, რომ სასამართლო მზად იქნება, პრეზიდენტის მიერ დადგენილ ვადაში, მიიღოს წერილობითი პოზიციები, ან ამ მიზნით გამართულ საჯარო სხდომაზე მოისმინოს ზეპირი პოზიციები კითხვასთან დაკავშირებით.
3. თუ ასეთი სახელმწიფო, რომელსაც აქვს სასამართლოსთვის მიმართვის უფლება, არ მიიღებს წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ სპეციალურ შეტყობინებას, მას შეუძლია დააფიქსიროს სურვილი, რომ წარმოადგინოს წერილობითი პოზიცია, ან იქნეს მოსმენილი. აღნიშნულ საკითხს გადაწყვეტს სასამართლო.
4. სახელმწიფოებსა და ორგანიზაციებს, რომლებმაც წარმოადგინეს წერილობითი ან ზეპირი, ან ორივე სახის პოზიცია, უნდა მიეცეთ უფლება, გააკეთონ კომენტარი სხვა სახელმწიფოების ან ორგანიზაციების მიერ წარდგენილ პოზიციებზე ისეთი ფორმით, იმ ფარგლებში და ვადებში, რომლებიც ყოველ ცალკეულ შემთხვევაში უნდა დაადგინოს სასამართლომ, ან, თუ სასამართლოს სხდომა არ მიმდინარეობს – პრეზიდენტმა. შესაბამისად, ნებისმიერი ასეთი წერილობითი პოზიცია რეგისტრატორმა გონივრულ დროში უნდა გაუგზავნოს სახელმწიფოებსა და ორგანიზაციებს, რომლებმაც წარადგინეს ამგვარი პოზიციებ