2. გადასინჯვის შესახებ წარმოება უნდა დაიწყოს სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც პირდაპირ ადგენს ახალი ფაქტის არსებობას; აღიარებს, რომ მისი ბუნება იძლევა საქმის გადასინჯვის საფუძველს და აცხადებს, რომ განაცხადი დასაშვებია აღნიშნულ საფუძველზე.

3. სასამართლოს შეუძლია, მოითხოვოს გადაწყვეტილების პირობების წინარე შესრულება გადასინჯვის შესახებ წარმოების დაწყებამდე.

4. განაცხადი გადასინჯვის შესახებ უნდა გაკეთდეს ახალი ფაქტის გამოვლენიდან არაუგვიანეს ექვსი თვისა.

5. განაცხადი გადასინჯვის შესახებ არ შეიძლება გაკეთდეს გადაწყვეტილების გამოტანის თარიღიდან ათი წლის გასვლის შემდე