1. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება იდება წერილობითი ფორმით, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში შეტანილი უნდა იქნას შემდეგი აუცილებელი მონაცემები:
ა) ხელშეკრულების მხარეების ზუსტი დასახელება და რეკვიზიტები;
ბ) შესყიდვის ობიექტის დასახელება, ტექნიკური პარამეტრები, ძირითადი მახასიათებლები და საიდენტიფიკაციო მონაცემები, რაოდენობა, ერთეულის ღირებულება და მთლიანი ღირებულება;
გ) ხელშეკრულების ჯამური ღირებულება (ფასდათმობების, გადასახადების, ტრანსპორტირების, დაზღვევისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით);
დ) საქონლის მიწოდების ვადები და ადგილი;
ე) საქონლის მიღება-ჩაბარების წესი;
ვ) ანგარიშსწორების ფორმა, გრაფიკი და ადგილი;
ზ) ხელშეკრულების მოქმედების ვადა;
თ) დავების გადაწყვეტის წესი;
ი) ხელშეკრულების შესრულების ინსპექტირების პირობები.
3. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ კონკრეტული ხელშეკრულების მიმართ, შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით შეიძლება დადგინდეს ხელშეკრულების შესრულების გარანტიის წარმოდგენის ვალდებულება, რომელიც მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულების დადებამდე და/ან ხელშეკრულების ამოქმედებამდე.
4. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ კონკრეტული ხელშეკრულების მიმართ, შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით შეიძლება დადგინდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილისაგან განსხვავებული აუცილებელი პირობები.
5. წერილობითი ფორმით ხელშეკრულების დადება არ არის სავალდებულო ინტერნეტით გამოწერის გზით გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვისა