1. ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში, შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული პირი (შემსყიდველის თანამშრომელი, კონსულტანტი, ექსპერტი და სხვა) ვალდებულია, წერილობითი უარი განაცხადოს შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმის შესრულებაზე.
2. დაუშვებელია, რომ შემსყიდველის მიერ შესყიდვის მომზადება, განხორციელება ან/და მასზე ზედამხედველობა დაეკისროს პირს ან კონსულტანტად (ექსპერტად) მოწვეულ იქნას პირი, თუ იგი:
ა) ფიზიკური პირია და არის შესყიდვის მონაწილე რომელიმე იურიდიული პირის ხელმძღვანელის, თანამშრომლის ან უშუალო მონაწილის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ნათესავი;
ბ) ბოლო 1 წლის განმავლობაში მუშაობდა შესყიდვის მონაწილე იურიდიულ ან ფიზიკურ პირთან;
გ) პირადი ან საქმიანი ინტერესით დაკავშირებულია ან ისეთი კავშირის დასამყარებლად მოლაპარაკებას აწარმოებს შესყიდვის მონაწილე იურიდიულ ან ფიზიკურ პირთან.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები ვრცელდება აგრეთვე:
ა) ხელშეკრულების შესრულების კონტროლის განმახორციელებელი პირების მიმართ;
ბ) პირდაპირი და ელექტრონული შესყიდვის საშუალებით შესყიდვის განხორციელების შესახებ მოლაპარაკების მონაწილე პირების მიმარ