შპს რეაბილიტაცია-ადაპტაციის ეროვნული ცენტრის მიერ სხვადასხვა საპროთეზო-ორთოპედიული მომსახურების გაწევისათვის საჭირო მარაგ-ნაწილებისა და ტექნიკა-დანადგარების შესყიდვის სპეციალური წესი
ზოგადი დებულებები
1. „შპს რეაბილიტაცია-ადაპტაციის ეროვნული ცენტრის მიერ სხვადასხვა საპროთეზო-ორთოპედიული მომსახურების გაწევისათვის საჭირო მარაგ-ნაწილებისა და ტექნიკა-დანადგარების შესყიდვის სპეციალური წესი“ (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და ადგენს შპს რეაბილიტაცია-ადაპტაციის ეროვნული ცენტრის (შემდგომში – ცენტრი) მიერ სხვადასხვა საპროთეზო-ორთოპედიული მომსახურების გაწევისათვის საჭირო მარაგ-ნაწილებისა და ტექნიკა-დანადგარების (შესყიდვის ობიექტი) შესყიდვის სპეციალურ წესს.
2. ამ წესის მიზანია, სხვადასხვა საპროთეზო-ორთოპედიული მომსახურების გაწევისათვის საჭირო მარაგ-ნაწილებისა და ტექნიკა-დანადგარების შესყიდვის პროცედურების გამარტივება და ცენტრის მიზნების შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველყოფა.
3. ცენტრის მიერ განსახორციელებელ სხვა დანარჩენ შესყიდვაზე ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონი