1. შემსყიდველი შესყიდვებს ახორციელებს წინა წლის შესყიდვების მონაცემთა გათვალისწინებით, სახელმწიფო პროგრამით გაცემული ვაუჩერებისა და მომსახურების მიმღები ფიზიკური ან იურიდიული პირების მოთხოვნის შესაბამისად.
2. შესყიდვების გეგმის პროექტის შემუშავების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს:
ა) შესყიდვის განხორციელების აუცილებლობა;
ბ) შესყიდვის ობიექტთა ერთგვაროვნება;
გ) მსგავსი შესყიდვის განხორციელების გამოცდილება;
დ) შესყიდვის ობიექტის განსაზღვრა, მათი ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლები, როგორიცაა: ხარისხი, ფუნქციონირება, უსაფრთხოება, ზომები, შეფუთვა, ნიშანდება და მარკირება, წარმოების მეთოდები და პროცესები, სიმბოლოები, ტერმინოლოგია, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დადგენილი შესაბამისობის მოთხოვნები და ა.შ., ასევე მიწოდების ვადები და ადგილი;
ე) პოტენციური მიმწოდებლების გამოვლენისა და შემსყიდველი ორგანიზაციისათვის მისაღები ხელშეკრულების პირობების განსაზღვრის მიზნით ბაზრის გამოკვლევის შედეგები;
ვ) შესყიდვის პროცედურების სავარაუდო ვადები;
ზ) მისაწოდებელი საქონლის რაოდენობა არსებული მარაგების გათვალისწინებით;
თ) შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება;
ი) შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები;
კ) გრძელვადიანი ხელშეკრულებებით ან წინა წელს დადებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ფინანსური ვალდებულებები მიმდინარე წლისათვის;
ლ) დასადები ხელშეკრულების შესრულების სავარაუდო ვადები;
მ) შესყიდვასთან დაკავშირებული სხვა გარემოებები.
3. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, ერთი საბიუჯეტო (საფინანსო) წლის განმავლობაში შესასყიდი სხვადასხვა საპროთეზო-ორთოპედიული მომსახურების გაწევისათვის საჭირო მარაგ-ნაწილებისა და ტექნიკა-დანადგარების შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს როგორც ეტაპობრივად, ასევე ერთჯერადად.
4. ამ წესის დანართით განსაზღვრული საქონლის შესყიდვა ხორციელდება ამ წესის შესაბამისად, წინასწარ განსაზღვრული და შემსყიდველის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით დამტკიცებული გეგმის შესაბამისად.
5. ამ მუხლის მეოთხე პუნქტით გათვალისწინებული გეგმა რეგისტრირდება სისტემაში და უნდა შეიცავდეს:
ა) შესყიდვის ობიექტის დასახელებას;
ბ) შესყიდვის სავარაუდო ღირებულებას;
გ) შესყიდვის საშუალებას;
დ) შესყიდვის განხორციელების პერიოდს (მითითებას შესაბამის კვარტალზე);
ე) დაფინანსების წყაროს.
6. ყოველი შესყიდვის განხორციელებამდე, სავალდებულოა ბაზრის კვლევის ჩატარება, რომელიც, თავის მხრივ, უნდა განხორციელდეს სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის, რეკომენდაციებისა და მეთოდური მითითებების შესაბამისა