ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) შემსყიდველი - ცენტრი;
ბ) შესყიდვა – შემსყიდველის მიერ სხვადასხვა საპროთეზო-ორთოპედიული მომსახურების გაწევისათვის საჭირო მარაგ-ნაწილებისა და ტექნიკა-დანადგარების შესყიდვა;
გ) შესყიდვის ობიექტი – ამ წესის დანართით განსაზღვრული შესასყიდი საქონელი, კერძოდ, სხვადასხვა საპროთეზო-ორთოპედიული მომსახურების გაწევისათვის საჭირო მარაგ-ნაწილები და ტექნიკა-დანადგარები როგორც მყარ, ისე თხევად ან აირად მდგომარეობაში;
დ) შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტი – იდენტური, ასევე, არაიდენტური, მაგრამ მსგავსი კომპონენტების, ტექნიკური მაჩვენებლების (მახასიათებლის) ან/და ფუნქციების მქონე შესყიდვის ობიექტები. შესყიდვის ობიექტების ერთგვაროვნება დგინდება „შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანებით;
ე) პირდაპირი შესყიდვა – შესყიდვის საშუალება, რომელიც გამოიყენება ამ წესის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
ვ) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა (შემდგომში – სისტემა) – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალური პორტალი https://tenders.procurement.gov.ge;
ზ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა – ამ წესის დანართით გათვალისწინებული საქონლის შესყიდვის საშუალება, რომლის განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება ამ წესით (ამ წესით განსაზღვრული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის მიზნებისათვის შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ტერმინი – ტენდერი);
თ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურის პირობები (შემდგომში – პროცედურის პირობები) – შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შესახებ განცხადებითა და დოკუმენტაციით გათვალისწინებული ინფორმაცია შესყიდვის შესახებ, აგრეთვე შესყიდვის ობიექტისა და პრეტენდენტის მიმართ კომისიის მიერ დადგენილი პირობების/მოთხოვნების ერთობლიობა;
ი) პრეტენდენტი – პირი, რომელიც მონაწილეობს შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში;
კ) მიმწოდებელი – პირი, რომელთანაც დადებულ იქნა ხელშეკრულება შესყიდვის შესახებ;
ლ) წინადადების უზრუნველყოფის გარანტია – წინადადების უზრუნველყოფის მიზნით, პრეტენდენტის მიერ შემსყიდველისათვის წარდგენილი გარანტირების მექანიზმი, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 1%-ის ოდენობით, ხოლო პრეისკურანტის საფუძველზე შესყიდვის შემთხვევაში, სახელშეკრულებო ღირებულების 1%-ის ოდენობით;
მ) წინადადების ფასი – ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული წინადადების ფასი, რომელსაც პრეტენდენტი უთითებს სისტემის შესაბამის ველში;
ნ) წინადადების ფასის კლების ბიჯი – შემსყიდველის მიერ შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითითებული თანხა, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 0.4%-დან 2%-მდე ოდენობით (შემდგომში – ბიჯი);
ო) წინადადება – ამ წესის მოთხოვნათა დაცვითა და შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში შემსყიდველის მიერ განსაზღვრული პირობების შესაბამისად, შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობის მიღების მიზნით, პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია და სისტემის მეშვეობით პრეტენდენტის მიერ შეთავაზებული წინადადების ფასი, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, შესყიდვის ობიექტის ნიმუში, ექსპერტიზის დასკვნა, ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი ან/და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი;
პ) ტექნიკური დოკუმენტაცია – პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული შესყიდვის ობიექტისა და პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია, რომელიც მოთხოვნილია შემსყიდველის მიერ განცხადებითა და დოკუმენტაციით;
ჟ) ელექტრონული ვაჭრობა – ელექტრონული შესყიდვის შემადგენელი პროცედურა, რომლის დროსაც პრეტენდენტს სისტემის საშუალებით შეუძლია, შეამციროს მის მიერ წარდგენილი წინადადების ფასი, შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში გამარჯვების მოპოვების მიზნით. ელექტრონული ვაჭრობა მოიცავს ძირითად დროსა და დამატებით რაუნდებს, სისტემით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. შემსყიდველის გადაწყვეტილებით, ელექტრონული პროცედურა შესაძლებელია, არ მოიცავდეს ელექტრონული ვაჭრობის დამატებით რაუნდებს;
რ) სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტი – ადმინისტრაციული ორგანოდან წარსადგენი დოკუმენტი, რომელიც შეიცავს შესყიდვის ელექტრონული პროცედურის პირობებით მოთხოვნილ ინფორმაციას პრეტენდენტის მდგომარეობის/საქმიანობის სამართლებრივ მხარესთან დაკავშირებით (სარეგისტრაციო მონაცემები, უფლებრივი შეზღუდვები, არსებული ფინანსური და სხვა სახის ვალდებულებები და სხვ.);
ს) კომისია – შემსყიდველის გადაწყვეტილებით, შემსყიდველის თანამშრომლებისაგან დაკომპლექტებული კომისია, რომელიც ახორციელებს შესყიდვის ელექტრონულ პროცედურას, ასევე უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება პირდაპირი შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ, ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
ტ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა დასრულებულია უარყოფითი შედეგით – შესყიდვის ელექტრონული პროცედურა მიიჩნევა უარყოფითი შედეგით დასრულებულად, როდესაც შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მონაწილე ყველა პრეტენდენტი მიიღებს დისკვალიფიკაციას;
უ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა არ შედგა – შესყიდვის ელექტრონული პროცედურა მიიჩნევა არშემდგარად, როდესაც არცერთმა პრეტენდენტმა არ მიიღო მონაწილეობა შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში;
ფ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა შეწყვეტილია – შესყიდვის ელექტრონული პროცედურა მიიჩნევა შეწყვეტილად, როდესაც შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ აიტვირთება კომისიის შესაბამისი დასაბუთებული სხდომის ოქმი;
ქ) შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულება – ამ წესის შესაბამისად, გამარჯვებულ პრეტენდენტთან დასადები ხელშეკრულების ღირებულება;
ღ) შავი სია – „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრი;
ყ) სისტემის „CMR“ მოდული – ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიშის წარდგენისათვის სისტემაში განსაზღვრული მოდული (შემდგომში – CMR