მუხლი 69🔗
შესწორებები წინამდებარე წესდებაში ძალაში უნდა შევიდეს იმავე პროცედურით, რომელიც გათვალისწინებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიით ამავე ქარტიის შესწორებების მიმართ, თუმცა ყველა იმ დებულების დაცვით, რომელიც შეიძლება მიიღოს გენერალურმა ასამბლეამ უშიშროების საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, რომელიც შეეხება იმ სახელმწიფოთა მონაწილეობას, რომლებიც არიან წინამდებარე წესდების მხარეები, მაგრამ არ არიან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრებ