1. გაყვანა/გადაყვანისთვის განკუთვნილი სპეციალური სატრანსპორტო საშუალებები გამოიყენება მხოლოდ პირდაპირი დანიშნულებით. ისინი უნდა იყოს ტექნიკურად გამართული.

2. აკრძალულია ბადრაგირებისას ისეთი სატრანსპორტო საშუალების გამოყენება, რომელიც არის დამამცირებელი ან ფიზიკურ ტანჯვას მიაყენებს მათ ან რომელშიც არ არის საკმარისი ვენტილაცია/გათბობა, განათება, ცეცხლჩამქრობი და პორტატული პირველადი სამედიცინო დახმარების აფთიაქი.