2. პენიტენციური დაწესებულებიდან, საბადრაგო ჯგუფის მიერ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიღებისას, შემოწმებას ატარებს პენიტენციური დაწესებულების წარმომადგენელი საბადრაგო ჯგუფის წევრთა მონაწილეობით, შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად.
3. არასრული შემოწმებისას ხდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის ტანსაცმლის, ფეხსაცმლის შემოწმება და დათვალიერება, მისი გახდის გარეშე.
4. თუ შემოწმებაზე უფლებამოსილ პირს, არასრული შემოწმებისას, წარმოეშვა ეჭვი ბრალდებულის/მსჯავრდებულის მხრიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი აკრძალული ნივთების, ნივთიერებების და საკვები პროდუქტის უკანონოდ ფლობის შესახებ, შემოწმებაზე უფლებამოსილ პირს შეუძლია ბრალდებულს/მსჯავრდებულს ჩაუტაროს პირადი სრული შემოწმება, რასთან დაკავშირებითაც დგება ოქმი დანართი №7-ის შესაბამისად.
5. ბადრაგირებისას ან/და ბრალდებულთა მსჯავრდებულთა განთავსების სხვა ადგილებში ყოფნისას, მაშინ როდესაც ბრალდებული მსჯავრდებული იმყოფება საბადრაგო ჯგუფის ზედამხედველობის ქვეშ, საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში, ჯგუფის უფროსი აღნიშნულის თაობაზე ატყობინებს სამმართველოს უფროსს, რომელიც თავის მხრივ აცნობებს სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს.
6. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი შემოწმება ხორციელდება იმავე სქესის უფლებამოსილი პირის მიერ. შემოწმების პროცესში დასაშვებია მხოლოდ იმავე სქესის პირთა მონაწილეობა.
7. სრული შემოწმების დაწყების წინ საბადრაგო ჯგუფის წევრი ბრალდებულს/მსჯავრდებულს შესთავაზებს ჩააბაროს ის საგნები, ნივთები, ნივთიერებები და საკვები პროდუქტები, რომელთა გამოყენება აკრძალულია.
8. სრული შემოწმებისას ხდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხეულის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და პროთეზის (მისი არსებობის შემთხვევაში) დათვალიერება.
9. სრული შემოწმებისას მსჯავრდებული/ბრალდებული ვალდებულია უფლებამოსილი პირის მითითების შემდეგ, მთლიანად გაიხადოს ან გაიშიშვლოს სხეულის შესაბამისი ნაწილები.
10. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ სრულ შემოწმებაზე უარის თქმის შემთხვევაში, საბადრაგო ჯგუფი/პენიტენციური დაწესებულების წარმომადგენელი უფლებამოსილია განახორციელოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის იძულებითი სრული შემოწმება.
11. პლასტირი, თაბაშირის და სხვა ნახვევები მოწმდება საექიმო-სამედიცინო პუნქტის სამედიცინო მუშაკთან ერთად.
12. ტანსაცმელში ჩაკერებული ნივთების აღმოჩენისას ქსოვილი იჭრება.
13. ფეხსაცმლიდან ამოიღება სუპინატორები და მეტალის დეტალები.
14. ბრალდებულს დარჩება მხოლოდ ის ნივთები, ნივთიერებები და საკვები პროდუქტები, რომელთა ქონისა და შენახვის უფლებაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მათ გააჩნია