„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ “თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№130
სარეგისტრაციო კოდი
010250040.35.157.016234
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/09/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №130

2015 წლის 25 სექტემბერი

ქ. თეთრიწყარო

 

 

„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ “თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები  „თეთრიწყაროს   მუნიციპალიტეტის  საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №59 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/07/2014, სარეგ. კოდი: 010250040.35.157.016163):
1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №59 დადგენილებით დამტკიცებული „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“ მე-3 მუხლის მეშვიდე პუნქტიდან ამოღებული იქნეს „ბ“ ქვეპუნქტი.
2. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №59 დადგენილებით დამტკიცებული „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“ მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის   „რ“  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) ამტკიცებს საკრებულოს აპარატის შინაგანაწესს და აპარატის თანამშრომელთა თანამდებობრივ ინსტრუქციებს, აგრეთვე მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს“.

3. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №59 დადგენილებით დამტკიცებული „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“ 51-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.  საკრებულოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საკრებულოს კვარტალური სამუშაო გეგმით გაუთვალისწინებელი საკითხის (საკითხების) განსახილველად:

ა) მუნიციპალიტეტის გამგებლის წინადადებით;

ბ) საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით (მათ შორის, იმ შემთხვევაში, თუ საკითხი შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს (თანამდებობის პირის) მოთხოვნას და აუცილებელია მისი განხილვა საკრებულოს მიერ კანონით გათვალისწინებულ ვადების დაცვის მიზნით;

გ) საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით;

დ) საკრებულოს ფრაქციის წინადადებით;

ე) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 1%-ის მოთხოვნით.“.

4. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №59 დადგენილებით დამტკიცებული „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“ 94-ე მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 94. პეტიციის წესით შემოტანილ წინადადებათა და ნორმატიული   აქტების პროექტთა განხილვა

1. მოსამზადებელი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის ძირითადი  პრინციპები ან კონკრეტული წინადადებები  და ნორმატიული აქტის პროექტები, აგრეთვე მუნიციპალიტეტისთვის ან/და დასახლებისთვის საერთო მნიშვნელობის პრობლემებიდან გამომდინარე საკითხების მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე შესწავლის, განხილვისა და გადაწყვეტის მოთხოვნა  ჩაითვლება პეტიციის წესით შემოტანილად და საკრებულოს სხდომაზე განიხილება თუ ამ წინადადებას ან ნორმატიული აქტის პროექტს ხელს აწერს თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1% ან წარდგენილია საერთო კრების მიერ  და არსებობს საკრებულოს აპარატის დასკვნა ხელმოწერათა ჩატარების კანონიერებისა და ხელმოწერების ნამდვილობის შესახებ.

2.  პეტიცია უნდა შეიცავდეს:

ა) შესაბამისი განცხადების ტექსტს;

ბ) პეტიციის წარმდგენი სუბიექტის მომხსენებლის/მომხსენებლების (არაუმეტეს 3 პირისა), სახელს, გვარს, მისამართს, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს (არსებობის შემთხვევაში) და საქართველოს  მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს;

გ) პეტიციის წარდგენის თარიღს;

დ) შესაბამისი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პეტიციის წარმდგენი ამომრჩევლების სიას (თუ პეტიცია წარდგენილია თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის მიერ);

ე) ნორმატიული  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს ან მოსამზადებელი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი  აქტის პროექტის ძირითად პრინციპებს ან კონკრეტულ წინადადებებს;

ვ)   იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილია  მუნიციპალიტეტისთვის ან/და დასახლებისთვის საერთო მნიშვნელობის პრობლემებიდან გამომდინარე საკითხების მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე შესწავლის, განხილვისა და გადაწყვეტის მოთხოვნა – კონკრეტულად   ჩამოყალიბებულ მოთხოვნას და შესაბამის დასაბუთებას.

3. პეტიციას არეგისტრირებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი. იგი უზრუნველყოფს პეტიციის გამოქვეყნებას „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 851  მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.

4. პეტიციის წარმდგენი სუბიექტის მომხსენებელს/მომხსენებლებს პეტიციის რეგისტრაციის მოწმობა   ეძლევა/ეძლევათ მისი რეგისტრაციაში გატარების შესახებ მიმართვიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.  რეგისტრაციაში გატარებაზე უარი დასაშვებია, თუ დარღვეულია ამ კანონის მოთხოვნები ან/და   პეტიციით გათვალისწინებული საკითხის გადაწყვეტა არ განეკუთვნება მუნიციპალიტეტის    უფლებამოსილებას.

5.  პეტიციის წარმდგენი სუბიექტის მომხსენებელს/მომხსენებლებს უფლება აქვს/აქვთ, რეგისტრაციაში გატარებაზე უარი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაასაჩივროს/გაასაჩივრონ სასამართლოში.

6. ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტთან დაკავშირებულ პეტიციას მუნიციპალიტეტის საკრებულო განიხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების მიღებისათვის ამ კანონითა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით  დადგენილი წესით.

7. მოსამზადებელი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის ძირითად  პრინციპებთან ან კონკრეტული წინადადებებთან,    აგრეთვე მუნიციპალიტეტისთვის ან/და დასახლებისთვის საერთო მნიშვნელობის პრობლემებიდან გამომდინარე საკითხების მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე შესწავლის, განხილვისა და გადაწყვეტის მოთხოვნასთან დაკავშირებული    პეტიცია მუნიციპალიტეტის  საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით, მისი რეგისტრაციიდან 7 დღის ვადაში, შესასწავლად  გადაეცემა მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამის კომისიას ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამუშაო ჯგუფის შექმნის წინადადებით, ან აღნიშნული პეტიცია უფლებამოსილების შესაბამისად, განსახილველად ეგზავნება მუნიციპალიტეტის გამგებელს. მუნიციპალიტეტის საკრებულო მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მიერ პეტიციის გადაგზავნიდან 1 თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას პეტიციის შესასწავლად მუნიციპალიტეტის  საკრებულოს სამუშაო ჯგუფის შექმნის მიზანშეწონილობის შესახებ ან პეტიციას უგზავნის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამის კომისიას.

8. მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი კომისია ან სამუშაო ჯგუფი პეტიციას ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული წესით მიღებიდან 15 დღის ვადაში განიხილავს და იღებს ერთ-ერთ  შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) პეტიციის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტის მომზადების  მიზანშეწონილად მიჩნევის თაობაზე;

ბ) ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პეტიციის შესწავლისა და  მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომისთვის განსახილველად წარდგენის თაობაზე;

გ) პეტიციის განხილვის მიზანშეუწონლად მიჩნევის თაობაზე.

9. ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები მიღებიდან 5 დღის   ვადაში უნდა ეცნობოს პეტიციის წარმდგენ სუბიექტს.

10. ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების  შემთხვევაში მისი მიღებიდან 1 თვის ვადაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომას  განსახილველად წარედგინება შესაბამისი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის  პროექტი. მუნიციპალიტეტის საკრებულო შესაბამისი დადგენილების პროექტს განიხილავს  მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების მიღებისათვის ამ კანონითა და მუნიციპალიტეტის  საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით.

11. ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების  შემთხვევაში მისი მიღებიდან 1 თვის ვადაში მზადდება პეტიციის შესახებ დასკვნა და პეტიცია  დასკვნასთან ერთად განსახილველად წარედგინება მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომას. მუნიციპალიტეტის საკრებულო პეტიციასთან დაკავშირებით შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს 1 თვის ვადაში.

12. ამ მუხლის მე-8 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მიღებიდან 15 დღის ვადაში წარედგინება მუნიციპალიტეტის საკრებულოს. მუნიციპალიტეტის საკრებულო შესაბამის ინფორმაციას ცნობად იღებს ან არ ეთანხმება მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი კომისიის ან სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებას და იღებს სხვა, შესაბამის გადაწყვეტილებას.

13.  ამ მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტებით განსაზღვრული ვადები მუნიციპალიტეტის საკრებულოს  გადაწყვეტილებით შეიძლება 1 თვით გაგრძელდეს.

14. მუნიციპალიტეტის გამგებელი ვალდებულია განიხილოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მიერ უფლებამოსილების შესაბამისად გადაგზავნილი პეტიცია და განხილვის შედეგების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს და პეტიციის წარმდგენ სუბიექტს აცნობოს პეტიციის განსახილველად მიღებიდან 1 თვის ვადაში. ეს ვადა მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს  თანხმობით შეიძლება 1 თვით გაგრძელდეს.

15. მუნიციპალიტეტის საკრებულოს/საკრებულოს კომისიის/სამუშაო ჯგუფის სხდომაზე პეტიციას წარადგენს/წარადგენენ და მუნიციპალიტეტის საკრებულოს/საკრებულოს კომისიის/სამუშაო ჯგუფის სხდომაში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 87-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სათათბირო ხმის უფლებით  მონაწილეობს/მონაწილეობენ პეტიციის წარმდგენი სუბიექტის მომხსენებელი/ მომხსენებლები.

16. ამ მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის გამგებელს მოსთხოვოს პეტიციის განხილვის შედეგების შესახებ ანგარიშის ან/და პეტიციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე პირადად წარდგენა.

17. პეტიციის განხილვის შემდეგ მუნიციპალიტეტის საკრებულო შესაბამის გადაწყვეტილებას მიღებიდან 10 დღის ვადაში აცნობებს პეტიციის წარმდგენ სუბიექტს, გარდა იმ  შემთხვევისა, თუ პეტიცია საერთო კრების მიერ არის წარდგენილი, ამ შემთხვევაში პეტიციის განხილვის შედეგების შესახებ ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ორგანოების შესაბამისმა მოსამსახურეებმა საერთო კრებას უნდა წარუდგინონ უშუალოდ – შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში ან/და უნდა წარუდგინონ საერთო კრების რჩეულს – შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში.

18. მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით განსაზღვროს პეტიციის ელექტრონული ფორმით  წარდგენის წესი.“.

5. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №59 დადგენილებით დამტკიცებული „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“ 131-ე მუხლის პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულოს წევრი (მათ შორის, საკრებულოს თანამდებობის პირიც) მოვალეა საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1 ნოემბრისა, წარუდგინოს ანგარიში ამომრჩევლებს, ანგარიშის განხილვისას უპასუხონ მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა მიერ დასმულ შეკითხვებს.“.

6. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №59 დადგენილებით დამტკიცებული „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“ 133-ე მუხლი   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 133. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის ანგარიშები

1. საკრებულო, საკრებულოს ბიურო, საკრებულოს კომისია, საკრებულოს ფრაქცია, გამგებელი, გამგეობის  სტრუქტურული ერთეულები და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირები: საკრებულოს ბიუროს წევრები, გამგებელი, გამგეობის  სამსახურების უფროსები, აგრეთვე მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირები  ვალდებულნი არიან ამ რეგლამენტის 135-ე მუხლით დადგენილი წესით წელიწადში ერთხელ მაინც გამოაქვეყნონ ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ.

2. საკრებულო განიხილავს და აფასებს გამოქვეყნებულ ანგარიშს ანგარიშის გამოქვეყნებიდან არაუადრეს 10 დღისა.“.

7. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №59 დადგენილებით დამტკიცებული „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტს“ დაემატოს  1331 მუხლი   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1331. მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ   გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშების მოსმენა

1.  მუნიციპალიტეტის გამგებელი და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ვალდებული არიან, წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1 ნოემბრისა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული წესით მოაწყონ საჯარო შეხვედრები მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან და წარუდგინონ მათ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ, ანგარიშის განხილვისას უპასუხონ მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა მიერ დასმულ შეკითხვებს.

2. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველს უფლება აქვს, შეუზღუდავად დაესწროს მუნიციპალიტეტის გამგებლის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის საჯარო ანგარიშების განხილვას.

3. მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოები ვალდებული არიან, უზრუნველყონ მუნიციპალიტეტის გამგებლის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ამ  კანონით გათვალისწინებული ანგარიშების გამოქვეყნება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა თედორაძე