თავი XXXIII — თამასუქისა და ჩეკის თაობაზე აღძრული სარჩელების განხილვა
1. თუ მოპასუხეს შენარჩუნებული აქვს თავისი უფლების განხორციელების შესაძლებლობა, დავა რჩება სასამართლო წარმოების სფეროში.
2. თუ საქმის დამატებითი წარმოების დროს გამოვლინდება, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლო იყო, გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია ამ თავში გათვალისწინებული წესების დაცვით, უქმდება; მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და სასამართლო ხარჯებიც შესაბამისად უნდა განაწილდეს. მოსარჩელეს ევალება იმ ზარალის ანაზღაურება, რომელიც მიადგა მოპასუხეს გადაწყვეტილების აღსრულების ან ასეთი აღსრულებისათვის ხელისშემშლელი ქმედების შედეგად. მოპასუხეს შეუძლია წამოაყენოს ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა დავის სასამართლო განხილვის პროცესშ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (14.11.1997).
…3.1.3. სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების 2.5. პუნქტის თანახმად იმ შემთხვევაში თუ მოვალე არ შეასრულებდა ვალდებულებას, მოხდებოდა კრედიტორის დაკმაყოფილება იპოთეკის რეალიზაციის გზით სსსკ-ის 300 მუხლის მიხედვით. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - N110733154 სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 17-31); - ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.…
…უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი საფუძვლები. 5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალო კოდექსის 170-ე, 172-ე, 311-ე, 312-ე, 286-ე, 300-ე, 168-ე მუხლები. 6. სამართლებრივი შეფასება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი,…