გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/18191-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
14 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - თინათინ ეცადაშვილი
სხდომის მდივანი - ნატო ხელაშვილი
მოსარჩელე - შპს ,,სვ-----------–---–---ი“
წარმომადგენელი - მა------------–---–ი, სო------–------ა
მოპასუხე - და--თ უგ------–--ე
წარმომადგენელი - ან--–----–---–ი
და--ს საგანი - თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
აღწერილობითი ნაწილი :
სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე და--თ უგ------–--ეს მოსარჩელე შპს „სვ-----------–---–---ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 14002,87 აშშ დოლარის ანაზღაურება.
სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: შპს ,,სვ-----------–---–---სა’’ და ბე-------ნ კა---------–---–ს შორის 2011 წლის 14 ივლისს გაფორმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც 60 თვის ვადით გაიცა სესხი 28000 აშშ დოლარის ოდენობით. ყოველთვიური შესატანი შეადგენდა 1225.95 აშშ დოლარს. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა და--თ უგ------–--ის საკუთრებაში არსებული ქ. თბილისში, ნუ–------ს ქ. N2--ში მდებარე უძრა-- ქონება ს/კ 0--------------1. ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 48------------------–-----------------–------------------------------–-------------------------–----------------------------------------------------–----------–-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------–---------------------------–----------------------------------------------–----------------------–----------------------------–---------------------------------------------------------–--------------------------------–----------------------------–-------------).
ვინაიდან ბე-------ნ კა---------–---–ი არ იხდიდა სესხის თანხას და არსებობდა იპოთეკის საგნის რეალიზაციის საშიშროება, 2012 წლის 17 ოქტომბერს შპს ,,სვ-----------–---–---სა’’ და და--თ უგ------–--ეს შორის გაფორმდა ვალის გადაკისრების ხელშეკრულება. აღნიშნული შეთახმებით და--თ უგ------–--ემ იკისრა ბე-------ნ კა---------–---–ის ვალდებულების შესრულება. მხარეთა შეთახმების 2.3. პუნქტის მიხედვით და--თ უგ------–--ის მიერ გადასახდელად განისაზღვრა სესხის ძირი თანხა 2-434.32 აშშ დოლარით, სარგებლის ყოველთვიური ოდენობა შეადგენდა 2.95 აშშ დოლარს, ამასთან დარიცხული სარგებელი 3368.55 აშშ დოლარი გადახდილი უნდა ყოფილიყო 12 თვის განმავლობაში თანაბარწილად. სესხის ვადა განისაზღვრა 3 წლით. და--თ უგ------–--ის მიერ არ შესლდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მის მიერ შეტანილი თანხიდან დაიფარა სესხის პროცენტი 3368.55 აშშ დოლარი და სესხის ძირი ნაწილი 20168.55 აშშ დოლარი. მოპასუხეს 2015 წლის 13 მაისის შემდეგ თანხა არ გადაუხდია და მისი დავალიანება შპს ,,სვ-----------–---–---ი’’-ს წინაშე შეადგენს 14002.87 აშშ დოლარს.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხემ და--თ უგ------–--ემ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც არ ცნო სარჩელი და მიუთითა, რომ ის ხანდაზმულია, რადგან მოსარჩელეს მოთხოვნა უნდა წაეყენებინა ბოლო გადახდიდან 2015 წლის 13 მაისიდან სამი წლის გამავლობაში 2018 წლის 13 მაისამდე, მაგრამ ვინაიდან მოსარჩელემ აღნიშნულ ვადაში სარჩელი არ წარადგინა, არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. შპს ,,სვ-----------–---–---სა’’ და ბე-------ნ კა---------–---–ს შორის 2011 წლის 14 ივლისს გაფორმდა N110733154 სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე 60 თვის ვადით გაიცა სესხი 28000 აშშ დოლარის ოდენობით. ყოველთვიური შესატანი შეადგენდა 1225.95 აშშ დოლარს. სესხის და მასზე დარიცხული სარგებლის ოდენობა მთლიანობაში შეადგენდა 73557,05 აშშ დოლარს.
3.1.2. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა და--თ უგ------–--ის საკუთრებაში არსებული ქ. თბილისში, ნუ–------ს ქ. N2--ში მდებარე უძრა-- ქონება ს/კ 0--------------1. ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 48------------------–-----------------–------------------------------–-------------------------–----------------------------------------------------–----------–-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------–---------------------------–----------------------------------------------–----------------------–----------------------------–---------------------------------------------------------–--------------------------------–----------------------------–-------------).
3.1.3. სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების 2.5. პუნქტის თანახმად იმ შემთხვევაში თუ მოვალე არ შეასრულებდა ვალდებულებას, მოხდებოდა კრედიტორის დაკმაყოფილება იპოთეკის რეალიზაციის გზით სსსკ-ის 300 მუხლის მიხედვით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- N110733154 სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 17-31);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 51-52).
3.1.4. 2012 წლის 17 ოქტომბერს შპს ,,სვ-----------–---–---სა’’ და და--თ უგ------–--ეს შორის გაფორმდა N121132028 ვალის გადაკისრების ხელშეკრულება. აღნიშნული შეთახმებით და--თ უგ------–--ემ იკისრა ბე-------ნ კა---------–---–ის ვალდებულების შესრულება.
მხარეთა შეთახმების 2.3. პუნქტის მიხედვით და--თ უგ------–--ის მიერ გადასახადელად განისაზღვრა სესხის ძირი თანხა 2-434.32 აშშ დოლარი, სარგებლის ყოველთვიური ოდენობა შეადგენდა 2.95 აშშ დოლარს, ამასთან დარიცხული სარგებელი 3368.55 აშშ დოლარი გადახდილი უნდა ყოფილიყო 12 თვის განმავლობაში თანაბარწილად. სესხის ვადა განისაზღვრა 3 წლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- N121132028 ვალის გადაკისრების ხელშეკრულება (ს.ფ. 32-39);
3.1.5. მოპასუხის მიერ გადახდილი იქნა სესხის პროცენტი 3368.55 აშშ დოლარი და სესხის ძირი ნაწილი 20168.55 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა გადახდილი თანხების თაობაზე (ს.ფ. 41);
- ანგარიშის ამონაწერი (ს.ფ. 42-48);
3.1.6. 2015 წლის 13 მაისს დაირღვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და მისი დავალიანება შპს ,,სვ-----------–---–---ი’’-ს წინაშე 2019 წლის 11 ივნისის მდგომარეობით შეადგენს 14002.87 აშშ დოლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 40)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის მიმართ ხანდაზმულია.
(დასაბუთება იხ. გადაწყვეტილების მე-6 ნაწილში).
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სასამართლო, საქმეში არსებული მასალებისა და მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები მოსარჩელის მიმართ არ იქნა შესრულებული, თუმცა მოსარჩელის მოთხოვნა არის ხანდაზმული, რისი გათვალისწინებითაც, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე, 130-ე, 131-ე, 316-ე, 317-ე, 361-ე, მე-400, 623-ე, 144-ე, 145-ე, მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 32--ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2011 წლის 14 ივლისის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებაზე მოსარჩელეს და მოპასუხეს შორის 2012 წლის 17 ოქტომბერს სამი წლის ვადით დაიდო ვალის გადაკისრების შესახებ ხელშეკრულება, რომლის მიხედვით და--თ უგ------–--ის მიერ გადასახადელად განისაზღვრა სესხის ძირი თანხა 2-434.32 აშშ დოლარი, სარგებლის ყოველთვიური ოდენობა შეადგენდა 2.95 აშშ დოლარს, ამასთან დარიცხული სარგებელი 3368.55 აშშ დოლარი გადახდილი უნდა ყოფილიყო 12 თვის განმავლობაში თანაბარწილად.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად (ვთქვათ, შეასრულებს მხოლოდ ნაწილს ან/და არასრულად), ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად. ხელშეკრულება ეს არის მხარეთა შეთანხმება მათი ურთიერთობის არსებით და მნიშვნელოვან მომენტებზე, რომელიც გავლენას ახდენს მათი უფლება-მოვალეობების წარმოშობაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე და--თ უგ------–--ემ 2015 წლის 13 მაისს დაარღვია სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების პირობები, ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა და მას ერიცხება დავალიანება მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თა--ს შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.
130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
„ხანდაზმულობა“ სამოქალაქო სამართალში გამოხატავს იმ აზრს, რომ რომელიმე ურთიერთობას, მდგომარეობას, მოვლენას ადგილი ჰქონდა იმდენად დიდი ხნის წინ, რომ ხანგრძლივი დროის გასვლა განსაზღვრული სახით გავლენას ახდენს პირთა უფლებებსა და ვალდებულებებზე (ახვლედიანი, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 128, გვ. 316). სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებებიც დარღვეულია, შეუძლია მოითხოვოს თა--სი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ამდენად, უფლებადარღვეული პირისათვის უფლების დაცვა დროის გარკვეულ პერიოდშია შესაძლებელი, ხოლო ამ ვადის გასვლის შედეგად მოთხოვნა ხანდაზმულად ჩაითვლება, რაც მოთხოვნის სასარჩელო წესით დაცვას (მატერიალურად, და არა პროცესუალურად) გამორიცხავს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ვალდებული პირი, ხანდაზმულობის ვადის გასვლის მიუხედავად, შესრულებაზე თანახმაა.
ხანდაზმულობის მიზანი მოვალის დაცვა და დროის გასვლის გამო მტკიცების სირთულეებისგან მისი გათა--სუფლებაა. დაცულია ასევე მოვალის ნდობა, რომ მოთხოვნის უფლებები მის წინააღმდეგ არ იქნება გამოყენებული ( კროპჰოლერი, გსკ-ის სასწავლო კომენტარი, თარგმანი, გვ. 94-95). უფლების სასარჩელო წესით დაცვის დროში შეზღუდვა განპირობებულია: 1. სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების დადგენისა და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების გამარტივებით; 2. სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის დაცვით; 3. დარღვეული უფლების დასაცავად ხანგრძლივი დროის მანძილზე ზომების მიუღებლობა, როგორც წესი, მეტყველებს იმაზე, რომ დაზარალებული ან არ არის საკმარისად დაინტერესებული თა--სი უფლების განხორციელებით ან არ არის დარწმუნებული მოთხოვნის საფუძვლიანობაში; 4. სასარჩელო ხანდაზმულობა ხელს უწყობს გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, თა--ანთი უფლებების რეალიზაციის თვალსაზრისით, სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეების აქტიურობის სტიმულირებას ახდენს, აგრეთვე აძლიერებს ორმხრივ კონტროლს ვალდებულების შესრულებაზე ( საქ. უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა სასარჩელო ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, თბილისი, 2009, გვ. 63). ხანდაზმულობა იწვევს არა მოთხოვნის უფლების გაუქმებას, არამედ ანიჭებს მოვალეს მყარ უფლებას, უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე (კროპჰოლერი, გსკ-ის სასწავლო კომენტარი, თარგმანი, გვ. 95).
ხანდაზმულობა, როგორც დარღვეული უფლების იძულებით დაცვის ვადა, მჭიდროდაა დაკავშირებული პროცესთან, ვინაიდან უფლების დაცვა სასამართლოში სასარჩელო წესით ხორციელდება. სარჩელი წარმოადგენს უფლების დაცვის საპროცესო საშუალებას (ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, თბილისი, 2005, გვ. 288), ხოლო ხანდაზმულობა დაცვის ამ საშუალების გამოყენების ვადაა (ძლიერიშვილი, ხანდაზმულობის ვადების გავლენა სარჩელზე, თბილისი, 1997, გვ. 9). მოთხოვნის ხანდაზმულობა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველს არ წარმოადგენს (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლი) და იგი სარჩელის წარმოებაში მიღების წინაპირობად არ მიიჩნევა. აღნიშნულს განაპირობებს ის გარემოება, რომ კრედიტორს (მოსარჩელეს) შეუძლია, ხანდაზმულობის საწინააღმდეგო ფაქტებზე (ხანდაზმულობის ვადის შეჩერებისა და შეწყვეტის გარემოებებზე) მიუთითოს და მოთხოვნის იძულებით აღსრულებაზე იდაოს. სასამართლო უფლებამოსილია, მხოლოდ საქმის არსებითი განხილვით, ხანდაზმულობის დამადასტურებელ და გამომრიცხავ გარემოებათა დამდგენი მტკიცებულებების სრულყოფილი გამოკვლევითა და ურთიერთშეჯერების შედეგად დაადგინოს, ხანდაზმულია თუ არა მოთხოვნა. ამავდროულად, დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მოპასუხეს შეუძლია ცნოს სარჩელი – დაეთანხმოს ხანდაზმული მოთხოვნის შესრულებას (სამოქალაქო-საპროცესო კოდექსის 3.2 მუხლი).
ხანდაზმულობის ვადის გასვლა სპობს უფლების იძულებით განხორციელების შესაძლებლობას მატერიალური და არა პროცესუალური თვალსაზრისით. ხანდაზმულობის ვადის გასვლის მიუხედავად მოთხოვნა განხილულ უნდა იქნეს და თუ გამოირკვევა, რომ არ არსებობს ხანდაზმულობის ვადის შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები, მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება ( ახვლედიანი, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, 2001, გვ. 317 ). ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია, მხოლოდ საქმის არსებითი განხილვით, ხანდაზმულობის დამადასტურებელ და გამომრიცხავ გარემოებათა დამდგენი მტკიცებულებების სრულყოფილი გამოკვლევითა და ურთიერთშეჯერების შედეგად დაადგინოს, ხანდაზმულია თუ არა მოთხოვნა.
ამასთან, თუ ვალდებული პირი შესაგებლით ხანდაზმულობაზე პრეტენზიას არ აცხადებს, მიუხედავად იმისა, მოთხოვნა საფუძვლიანია თუ არა, სასამართლოს გადაწყვეტილება ხანდაზმული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საკმარისია, დაეყრდნოს მხოლოდ ხანდაზმულობის ფაქტის დადგენას, ვინაიდან ხანდაზმულობა მოთხოვნას მატერიალურ-სამართლებრივად სპობს.
რაც შეეხება სასარჩელო ხანდაზმულობის გამოთვლის წესს, აღნიშნულს, სასამართლო პრაქტიკით, მაგალითად, თუ საქმის გარემოებებიდან ირკვევა, რომ ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყვეტილი იყო, სასამართლომ გადაწყვეტილება აღნიშნულის გათვალისწინებით უნდა მიიღოს, თუნდაც მხარე ამ საკითხს არ აყენებდეს (საქ. უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა სასარჩელო ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, თბილისი, 2009, გვ. 6 ).
მოთხოვნის ხანდაზმულობა ფაქტია და არა სამართლებრივი კვალიფიკაცია, შესაბამისად, მასზე მითითებით სარჩელის უარყოფა მხოლოდ მოვალის (მოპასუხის) უფლებაა, რაც სამოქალაქო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, გამორიცხავს ამ საკითხის სასამართლოს ინიციატივით გამოკვლევას. ამრიგად, სასამართლო მოთხოვნის ხანდაზმულობას იკვლევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე პირადად ან კანონით შესაგებლის წარდგენაზე უფლებამოსილი პირის მეშვეობით (საქართველოს სამოქალაქო-საპროცესო კოდექსის 93-101-ე მუხლები) მოთხოვნის ხანდაზმულობის საფუძვლით სასარჩელო მოთხოვნას სათანადო წესით წარდგენილი პასუხით (შესაგებელი) უარყოფს.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არის ხანდაზმული, ვინაიდან 2011 წლის 14 ივლისის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებაზე მოსარჩელეს და მოპასუხეს შორის 2012 წლის 17 ოქტომბერს სამი წლის ვადით მხარეებს შორის დაიდო ვალის გადაკისრების შესახებ ხელშეკრულება ანუ ვალდებულება უნდა შესრულებულიყო 2015 წლის 17 ოქტომბრამდე, თუმცა მოპასუხის მიერ არ მომხდარა სესხის დაბრუნება. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყო 2015 წლის 17 ოქტომბრიდან და ამოიწურა 2018 წლის 17 ოქტომბერს, სარჩელი კი სასამართლოში წარდგენილია 2019 წლის 24 ივლისს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
შესაბამისად, მოსარჩელეს უარი უარი უნდა ეთქვას და--თ უგ------–--ისათვის დავალიანების - 14002.87 აშშ დოლარის დაკისრებაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 145-ე მუხლის თანახმად, მთავარი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან ერთად ხანდაზმულობის ვადა გასულად ითვლება დამატებითი მოთხოვნებისთვისაც მაშინაც კი, როცა ამ მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა ჯერ არ გასულა.
სასამართლო პრაქტიკით დამატებითი მოთხოვნები გაიგივებულია აქცესორულ უფლებებთან, განსახილველ შემთხვევაში კი იპოთეკის ხელშეკრულებასთან. შესაბამისად, იპოთეკის საგნის რეალიზაციის ნაწილშის მოსარჩელეს ასევე უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე ხანდაზმულობის გამო.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთა--სუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1207 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1 სარჩელზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს „სვ-----------–---–---ი’’-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: თინათინ ეცადაშვილი