ამ თავში გამოყენებულ ტერმინებს ამავე თავის მიზნებისთვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) კონვენცია − „ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინებისა და ოჯახის რჩენის სხვა ფორმების შესახებ“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის კონვენცია;
ბ) ცენტრალური ორგანო − საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი;
გ) კრედიტორი − ფიზიკური პირი, რომლის მიმართაც არსებობს ან, სავარაუდოდ, არსებობს ალიმენტის გადახდის ვალდებულება;
დ) მოვალე − ფიზიკური პირი, რომელიც ვალდებულია ან, სავარაუდოდ, ვალდებულია გადაიხადოს ალიმენტი;
ე) გადაწყვეტილება − კონვენციის ფარგლებში სასამართლოს ან უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, აგრეთვე უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაფორმებული ან/და დამოწმებული რჩენის ვალდებულების თაობაზე შეთანხმება;
ვ) მოდიფიკაცია − კონვენციის ფარგლებში მისი ხელშემკვრელი სახელმწიფოს სასამართლოს ან უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ახალი გადაწყვეტილებით შეცვლა;
ზ) საჯარო ორგანო − ორგანო, რომელიც მოქმედებს იმ კრედიტორის ნაცვლად, რომლის მიმართაც არსებობს ალიმენტის გადახდის ვალდებულება, ან რომელმაც კრედიტორის სასარგებლოდ ალიმენტის გადაუხდელობის გამო ხარჯი გასწია.
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3947 – ვებგვერდი, 25.12.2023