1. მშობელსა და არასრულწლოვან შვილს ან/და მეუღლეებს შორის არსებულ რჩენის ვალდებულებასთან დაკავშირებული სამართალწარმოების მიმართ გამოიყენება ამ კოდექსით დადგენილი წესები კონვენციის შესაბამისად, ამ თავით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით.
2. სასამართლო კონვენციის ფარგლებში უფლებამოსილია განიხილოს:
ა) კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცნობის ან ცნობისა და აღსრულების საკითხი;
ბ) კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მოდიფიკაციის შესახებ სასარჩელო განცხადება;
გ) რჩენის ვალდებულების შესახებ სასარჩელო განცხადება.
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3947 – ვებგვერდი, 25.12.2023