1. ამ თავში გამოყენებულ ტერმინებს ამავე თავის მიზნებისთვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) კონვენცია − „მედიაციის შედეგად მიღწეული მორიგების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებების თაობაზე“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2019 წლის 7 აგვისტოს კონვენცია;
ბ) საერთაშორისო მედიაცია − პროცესი, მისი სახელწოდების მიუხედავად, რომელიც იმართება საქართველოს ფარგლების გარეთ და რომლის საშუალებითაც ორი ან რამდენიმე მხარე უცხო ქვეყნის მედიატორის დახმარებით ცდილობს დავის ურთიერთშეთანხმებით დასრულებას;
გ) საერთაშორისო სამედიაციო მორიგება − კომერციული დავის მოგვარების მიზნით მიღწეული და დადებული წერილობითი შეთანხმება, რომელიც, კონვენციის შესაბამისად, საერთაშორისო შეთანხმებაა.
2. იმ საკითხების მიმართ, რომლებიც ამ თავითა და „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 131 და 132 მუხლებით მოწესრიგებული არ არის, გამოიყენება კონვენციის დებულებები.
საქართველოს 2021 წლის 22 ივნისის კანონი №668 – ვებგვერდი, 24.06.2021