1. კოლექტიურ შრომით დავაზე მედიაციის შედეგად მიღწეული შეთანხმების აღსრულებასთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილება გამოიტანება განჩინების ფორმით. მხარეს სასამართლოს განჩინებასთან ერთად გადაეცემა სააღსრულებო ფურცელი.

2. კოლექტიურ შრომით დავაზე მედიაციის შედეგად მიღწეული შეთანხმების აღსრულებაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით.

3. კოლექტიურ შრომით დავაზე მედიაციის შედეგად მიღწეული შეთანხმების აღსრულების შესახებ სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის კანონი №7184  – ვებგვერდი, 05.10.2020წ.

კარი მეშვიდე8

სამართალწარმოება გაფიცვასთან ან ლოკაუტთან დაკავშირებულ საქმეზე

საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის კანონი №7184  – ვებგვერდი, 05.10.2020წ.

თავი XLIV15

გაფიცვის ან ლოკაუტის უკანონოდ ცნობის, გადადების ან შეჩერების საქმის განხილვა

საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის კანონი №7184  – ვებგვერდი, 05.10.2020