1. სააპელაციო სასამართლო ცილისწამებასთან დაკავშირებულ საქმეზე სააპელაციო საჩივრის შეტანიდან 3 დღის ვადაში ამოწმებს მის დასაშვებობას.

2. ცილისწამებასთან დაკავშირებულ საქმეზე სააპელაციო საჩივარი განიხილება მისი განსახილველად მიღებიდან 1 თვის ვადაში.

საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №826 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.

წიგნი მესამე

სასამართლო გადაწყვეტილებათა გასაჩივრება

კარი მერვე

აპელაცია

თავი XLV

აპელაციის დასაშვებობა