მუხლი 3911. საქმის გადაცემა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისთვის
თავი XLVIII — კასაციის დასაშვებობა # #
1. საქმის საკასაციო წესით განმხილველ სასამართლოს შეუძლია მოტივირებული განჩინებით საქმე განსახილველად გადასცეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას, თუ:
ა) საქმე თავისი შინაარსით წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას;
ბ) საკასაციო პალატა არ იზიარებს სხვა საკასაციო პალატის მიერ ადრე ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებას (ნორმის განმარტებას);
გ) საკასაციო პალატა არ იზიარებს დიდი პალატის მიერ ადრე ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებას (ნორმის განმარტებას).
საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243
საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2261 - სსმ I, №41, 08.12.2009წ., მუხ.3
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (14.11.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(62)
საქმე №ას-1369-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.05.2025
…არ განისაზღვრება პირველ ინსტანციაში შესაგებლის წარუდგენლობის მსგავსად მტკიცების საგანი. 26. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დაუსაბუთებელია კასატორის შუამდგომლობა საქმის დიდი პალატისთვის განსახილველად გადაცემის თაობაზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3911-ე მუხლის თანახმად, საქმის საკასაციო წესით განმხილველ სასამართლოს შეუძლია მოტივირებული განჩინებით საქმე განსახილველად გადასცეს…
საქმე №ას-1537-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.03.2025
…დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე. 31. საქმის განსახილველად დიდი პალატისათვის გადაცემის თაობაზე კასატორების შუამდგომლობასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3911-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმის საკასაციო წესით განმხილველ სასამართლოს შეუძლია მოტივირებული განჩინებით საქმე…
საქმე №ბს-290(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.05.2023
…არსებობდა ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც შეწყდა ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო, კანონით დადგენილი წესით. რაც შეეხება კასატორის შუამდგომლობას, საქმის დიდი პალატისათვის გადაცემის თაობაზე: საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3911 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმის საკასაციო წესით განმხილველ სასამართლოს შეუძლია მოტივირებული განჩინებით საქმე…
საქმე №ას-351-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.09.2022
…რაიმე გარემოება საქმეში არ მოიპოვება. ასევე, საქმეში არ მოიპოვება დასაშვები მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ამავე მისამართზე მოპასუხის რეგისტრაციას, ამდენად, საკასაციო პრეტენზია ამ ნაწილშიც მოკლებულია საფუძვლიანობას. 27.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3911 მუხლის პირველი ნაწილი შეიცავს იმ სანიმუშო ჩამონათვალს, რომლის არსებობის შემთხვევაშიც, საქმის საკასაციო წესით განმხილველ…
საქმე №ას-1329-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.04.2022
…პალატისათვის საქმის გადაცემაზე უარის თქმის დასაბუთება: 7. უპირველეს ყოვლისა, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისთვის საქმის განსახილველად გადაცემის თაობაზე კასატორების შუამდგომლობაზე. სსსკ-ის 3911 მუხლის პირველი ნაწილი შეიცავს იმ სანიმუშო ჩამონათვალს, რა შემთხვევაში შეუძლია საქმის საკასაციო წესით განმხილველ სასამართლოს მოტივირებული განჩინებით საქმე…
საქმე №ბს-145(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.04.2022
საქმე №ას-1339-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.02.2022