ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №19 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №29 |
|
2015 წლის 25 სექტემბერი ქ. ქარელი |
ა) დადგენილებით დამტკიცებული საკრებულოს აპარატის დებულების მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და საკრებულოს სამუშაო ჯგუფების სხდომაზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვა, სხდომის ოქმების წარმოება, გამოქვეყნება ან საჯაროდ გამოცხადება , სხდომაზე დამსწრე პირთა რეგისტრაცია, სხდომებზე წესრიგის დაცვის ორგანიზება, კენჭისყრის ხმების დათვლა.“
ბ) დადგენილებით დამტკიცებული საკრებულოს აპარატის დებულების მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) ორგანიზაციულად უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომებში მოქალაქეთა მონაწილეობა, საკრებულოს თანამდებობის პირებთან და საკრებულოს წევრებთან მოქალაქეთა მიღების ორგანიზება, შესაბამისი მასალების მომზადება, დავალებათა აღრიცხვა და კონტროლი მათ შესრულებაზე.“
გ) დადგენილებით დამტკიცებული საკრებულოს აპარატის დებულების მე-3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) საკრებულოში დოკუმენტების მიღების, აღრიცხვის, მომზადების, გაფორმების, მოძრაობის, შესრულებაზე კონტროლის განხორციელების, შენახვის, გამოყენებისა და გამოქვეყნების პროცედურების უზრუნველყოფა.“
დ) დადგენილებით დამტკიცებული საკრებულოს აპარატის დებულების მე-5 მუხლს დაემატოს „მ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ) საკრებულოს რეგლამენტის 94-ე მუხლის შესაბამისად ახორციელებს პეტიციის წესით შემოსულ საკითხთა რეგისტრაციას.“
ე) დადგენილებით დამტკიცებული საკრებულოს აპარატის დებულების მე-5 მუხლს დაემატოს „ნ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნ) საკრებულოს რეგლამენტის 135-ე მუხლის შესაბამისად ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და თანამდებობის პირების საქმიანობის ამსახველი დოკუმენტების გამოქვეყნებას და მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.“
ვ) დადგენილებით დამტკიცებული საკრებულოს აპარატის დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) საკრებულოს თავმჯდომარეს დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს აპარატის შინაგანაწესს საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ მოთხოვნათა შესაბამისად.“
|