„თვითმმართველ ქალაქ ქუთაისში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა–პატრონობის ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2011 წლის 30 ნოემბრის №141 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№110
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.123.016320
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/10/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქი ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №110

2015 წლის 30 სექტემბერი

ქ. ქუთაისი

 

„თვითმმართველ ქალაქ ქუთაისში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2011 წლის 30 ნოემბრის №141 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მეორე პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

 


მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „თვითმმართველ ქალაქ ქუთაისში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2011 წლის 30 ნოემბრის №141 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 06.12.2011, №010250020.35.123.016093), კერძოდ, დადგენილების დანართის (თვითმმართველ ქალაქ ქუთაისში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის ზოგადი წესი):

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „ნ“, „პ“, „ტ“, „უ“, „ფ“, „ქ“ და „ღ“ ქვეპუნქტები შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქალაქო სასაფლაო – ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ან ადმინისტრაციული საზღვრის ფარგლებს გარეთ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, რომელსაც ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით მინიჭებული აქვს სასაფლაოს სტატუსი და რომელიც იმართება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის მეშვეობით;“;

„ნ) საქალაქო სასაფლაოს მმართველი – ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს სასაფლაოების მოვლა-პატრონობას, მმართველობასა და მომსახურებას;“;

„პ) საქალაქო სასაფლაოების შემთხვევაში – ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირი;“;

„ტ) მეორადი დაკრძალვა – გარდაცვლილის მიწას მიბარება, როდესაც ნეშტი საფლავდება ადრე არსებულ საფლავზე წინამდებარე წესით დადგენილი ნორმების შესაბამისად;“;

„უ) გადასვენება – გარდაცვლილის ნეშტის მიწას მიბარების ცერემონია, როდესაც ხდება გარდაცვლილის ნეშტის ამოსვენება სამარიდან და სხვა სამარეში დაკრძალვა;“;

„ფ) სასაფლაოს დახურვა – ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების საფუძველზე შემოღებული სპეციალური რეჟიმი, როდესაც სასაფლაოზე წყდება ახალი საფლავების გამოყოფა;“;

„ქ) სასაფლაოს გაუქმება – ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების საფუძველზე შემოღებული სპეციალური რეჟიმი, როდესაც სასაფლაოზე წყდება როგორც ახალი, ისე მეორეული დაკრძალვა;“;

„ღ) სასაფლაოს ლიკვიდაცია – ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების საფუძველზე ადრე გაუქმებული სასაფლაოს ტერიტორიის ლიკვიდაცია;“.

2. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) საფლავის პასპორტის გაცემა.“.

3. მე-4 მუხლის მე-9 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. საქალაქო სასაფლაოს მმართველს უფლება აქვს დამფუძნებლის მიერ განსაზღვრული პირობების შესაბამისად:

ა) ხელშეკრულების საფუძველზე მიიღოს ნებისმიერი შენატანი, ანაზღაურება, ქონება, ფასიანი ქაღალდები ან ნებისმიერი სხვა საკუთრება ან შემოსავალი, რათა წესრიგში იქონიოს ან რაიმე განსაკუთრებული სახით მოუაროს საფლავს, ძეგლს და სხვა;

ბ) შეიძინოს ახალი ქონება, ააშენოს ახალი შენობა-ნაგებობები, რათა გაზარდოს სასაფლაოების მოვლის ეფექტიანობა;

გ) მოაწესრიგოს სასაფლაოს ტერიტორიაზე ძეგლების, სასაფლაოს ქვების გამოსახულების, საფლავის შემოფარგვლის, მოპირკეთებითი სამუშაოების, გარდაცვლილის ხსოვნისადმი საჭირო სხვა ობიექტების დადგმა-დამონტაჟების საკითხები ან აკრძალოს ისინი;

დ) დამფუძნებელს განსახილველად წარუდგინოს სასაფლაოს ეფექტური მართვისათვის საჭირო მომსახურების ახალი სახეებისა და მათი საფასურის ოდენობის შესახებ წინადადებები.“.

4. მე-4 მუხლის მე-12 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. საქალაქო სასაფლაოს მართვის მიზნით შექმნილი იურიდიული პირის მართვაში შეიძლება იყოს როგორც ახალი სასაფლაოს ტერიტორია, ისე უკვე არსებული სასაფლაო (სასაფლაოები), რის შესახებაც გადაწყვეტილებას სადამფუძნებლო დოკუმენტის ან/და ცალკეული სამართლებრივი აქტის სახით, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან შეთანხმებით, იღებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი.“.

5. მე-4 მუხლის მე-13 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13 საქალაქო სასაფლაოების მართვას ახორციელებს მხოლოდ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირი.“.

6. მე-6 მუხლის მე-9 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. საქალაქო სასაფლაოებზე საფლავის პასპორტის ამ წესების შესაბამისად დამზადება და გაცემა სავალდებულოა:

ა) საფლავის გაცემისას;

ბ) ადრე გაცემულ საფლავზე დაკრძალვისას, თუ ამ წესების შესაბამისად არ არის გაცემული საფლავის პასპორტი;

გ) საფლავზე ფართის მიმატებისას (იმ შემთხვევაშიც, თუ საფლავზე, ამ წესების შესაბამისად, გაცემულია პასპორტი).“.

7. მე-6 მუხლის მე-10 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტში მითითებული შემთხვევებისა, საქალაქო სასაფლაოებზე საფლავის პასპორტის დამზადება არის ნებაყოფლობითი და საფლავის მფლობელის იდენტიფიცირების შესაძლებლობის შემთხვევაში იგი გაიცემა ჭირისუფლის განცხადების საფუძველზე, მმართველის მიერ. ".

8. მე-6 მუხლის მე-12 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. საქალაქო სასაფლაოსათვის ან მისი თავისუფალი (გამოუყენებელი) ნაწილისათვის პანთეონის სტატუსის მინიჭება, მისი სახელდება და მოქმედი პანთეონის დახურვა ხორციელდება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტით.“.

9. მე-6 მუხლის მე-13 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. პანთეონში საზოგადო მოღვაწეთა დაკრძალვის შესახებ ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტით, გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული გამოჩენილ პირთა პატივგების საქალაქო კომისიის წარდგინების საფუძველზე.“.

10. მე-6 მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-15 პუნქტი.

11. მე-7 მუხლის მე-10 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. გარდაცვლილის დაკრძალვის შემდეგ, ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნულ პირთან, მისი თანხმობის შემთხვევაში, საქალაქო სასაფლაოს მმართველმა შეიძლება დადოს ხელშეკრულება საფლავის მოვლა-პატრონობასა და მომსახურებაზე.“.

12. მე-8 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. საფლავის მეორადი გაცემა და ზემოდან დაკრძალვა

საფლავის მეორადი გაცემა ან/და ზემოდან დაკრძალვა უნდა განხორციელდეს მხოლოდ ჭირისუფლის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობით. ჭირისუფლის მიერ საფლავის სასაფლაოს მმართველისათვის ჩაბარების შემთხვევაში, საფლავი შეიძლება გაიცეს მეორადად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დვალი