ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის ზღვრული მაჩვენებლის შეცვლის მიზნით, სპეციალური /ზონალური/ შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ
მიღების თარიღი 30.09.2015
გამომცემი ორგანო ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №109
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.123.016319
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/10/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.09.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი | ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 ოქტომბრის №70 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უძრავი ქონების ნუმერაციის წესის დამტკიცების
შესახებ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენისა და ტერიტორიული ზონირების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის ზღვრული მაჩვენებლის შეცვლის მიზნით, სპეციალური /ზონალური/ შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №109
2015 წლის 30 სექტემბერი
ქ. ქუთაისი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის ზღვრული მაჩვენებლის შეცვლის მიზნით, სპეციალური /ზონალური/ შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-122 მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილების მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:
მუხლი 1🔗
ქალაქ ქუთაისში შემოღებულ იქნეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის ზღვრული მაჩვენებლის შეცვლის მიზნით, სპეციალური /ზონალური/ შეთანხმების მოსაკრებელი, რომელიც არის ადგილობრივ ბიუჯეტში აუცილებელი გადასახადი.
მუხლი 2🔗
დადგინდეს მოსაკრებლის ზღვრული ოდენობა, შემდეგი გაანგარიშებით:
X= L/K2*(K21 – K2)*S, სადაც:
ა) X არის მოსაკრებლის ოდენობა;
ბ) L არის 1 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასი;
გ) K21 არის მიწის ნაკვეთისათვის სპეციალური /ზონალური/ შეთანხმების საფუძველზე მისანიჭებელი განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი;
დ) K2 არის მიწის ნაკვეთისათის დადგენილი განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი;
ე) S არის სამშენებლო მიწის ნაკვეთის ფართი.
მუხლი 3🔗
მოსაკრებლის ოდენობა ნამატი სამშენებლო ფართობის ერთ კვადრატულ მეტრზე გაანგარიშებით, არ უნდა აღემატებოდეს 400 /ოთხასი/ ლარს.
მუხლი 4🔗
მოსაკრებელი გადაიხდევინება მშენებლობის ნებართვის გაცემისას.
მუხლი 5🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დვალი