სსიპ - სასწავლო უნივერსიტეტი - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის დაფინანსების მიზნით განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2047
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.019979
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/10/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2047

2015 წლის 23 სექტემბერი

ქ. თბილისი

სსიპ - სასწავლო უნივერსიტეტის - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის დაფინანსების მიზნით განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ

დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს:

ა) „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს „პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესება“ - პროგრამისათვის გათვალისწინებული ასიგნებების შემცირება 380 000 (სამას ოთხმოცი ათასი) ლარით და აღნიშნული თანხით საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდის ასიგნებების გაზრდა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;

ბ) სსიპ - სასწავლო უნივერსიტეტი - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის საზღვაო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო პროცესის წარმართვისათვის აუცილებელი ხარჯების დაფინანსების მიზნით, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გამოუყოს 380 000 (სამას ოთხმოცი ათასი) ლარი.

პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სსიპ - სასწავლო უნივერსიტეტი - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის დაფინანსების მიზნით განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სსიპ - სასწავლო უნივერსიტეტი - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის დაფინანსების მიზნით განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 23.09.2015.
როდის იქნა მიღებული „სსიპ - სასწავლო უნივერსიტეტი - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის დაფინანსების მიზნით განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“?
„სსიპ - სასწავლო უნივერსიტეტი - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის დაფინანსების მიზნით განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ მიღებულია 23.09.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №2047. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.019979.
სად არის „სსიპ - სასწავლო უნივერსიტეტი - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის დაფინანსების მიზნით განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.09.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „სსიპ - სასწავლო უნივერსიტეტი - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის დაფინანსების მიზნით განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“, №2047, 23.09.2015, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019979 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.09.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3001702/