საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2077
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.020043
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/10/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2077

2015 წლის 24 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი  საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების შესახებ

 „სახელმწიფო შეს­ყიდვების შესახებ“ საქართველოს კა­ნო­­ნის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბა­მისად, სახელმწიფოებრივი და სა­ზოგადოებრივი მნიშვნელო­­ბის ღო­ნის­ძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განსახორციელებლად, საქართველოს გა­ნათ­ლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა  საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განახორციელოს  ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სარეაბილიტაციო სამუშაოების მომსახურებისა და გათბობის სისტემის მოწყობის სამუშაოების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა, „საქართველოს 2015 წლის სა­ხელ­მწიფო ბიუჯეტის შე­სა­ხებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის (პროგრამული კოდი: 32 05 02 01) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან.

პრემიერ-მინისტრი    ი. ღარიბაშვილი