საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2221
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.020145
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/10/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2221

2015 წლის 16 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების შესახებ

 „სახელმწიფო შეს­ყიდვების შესახებ“ საქართველოს კა­ნო­­ნის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბა­მისად, სახელმწიფოებრივი და სა­ზოგადოებრივი მნიშვნელო­­ბის ღო­ნის­ძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განსახორციელებლად, საქართველოს გა­ნათ­ლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განახორციელოს სსიპ – საზოგადოებრივი კოლეჯის – „აისის“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში არსებული შენობის, სსიპ – პროფესიული კოლეჯის – „ფაზისის“ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში არსებული შენობის, სსიპ – ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯის დაბა თიანეთში არსებული შენობის, სსიპ – ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯის ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდაში არსებული შენობის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიების (FABLAB) აღჭურვილობის სახელმწიფო შესყიდვა, „საქართველოს 2015 წლის სა­ხელ­მწიფო ბიუჯეტის შე­სა­ხებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების (პროგრამული კოდი: 32 05 02 02) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან.

 

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი