თიღვის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიერ შექმნილი კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 05.10.2015
გამომცემი ორგანო თიღვის მუნიციპალიტეტი
ნომერი №24
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.145.016114
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/10/2015
matsne.gov.ge 1,472 სიტყვა · ~7 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (4)
ქონება
თიღვის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის, მის მიერ შექმნილი კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების  ბალანსზე რიცხული ქონება.
მუხლი 2
ჩამოსაწერი ქონება
ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონება.
მუხლი 2
დაწესებულება
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან მის მიერ შექმნილი კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები.
მუხლი 2
საინვენტარიზაციო კომისია
ქონების ინვენტარიზაციის მიზნით დაწესებულებაში შექმნილი კომისია.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (5)
1 2
თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე რევაზ ჭავჭავაძე თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
ქონების დასახელება
დანახარჯების ლიკვიდაცია ლიკვიდაციის შედეგად მიღებული
დოკუმენტაციის დასახელება დანახარჯების ჩამონათვალი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ორგანოების, აჟარის (ზემოა ფახაზეთის) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ამორტიზებული ან/დაგამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 13.05.2021 ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების განკარგვის, გადაცემის, ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 09.10.2015 მარტვილის მუნიციპალიტეტის, მარტვილის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, მარტვილის მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოს საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 26.12.2025 ბოლნისის მუნიციპალიტეტის და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 20.02.2017 დმანისის მუნიციპალიტეტის და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 25.06.2018

დოკუმენტის ტექსტი

თიღვის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიერ შექმნილი კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №24 2015 წლის 5 ოქტომბერი ქ. თბილისი თიღვის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიერ შექმნილი კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ე.ა" ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების საფუძველზე, თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თიღვის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიერ შექმნილი კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესი (დანართი №1-ის შესაბამისად). მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ჩამოსაწერი ქონების პასიური ნაწილის (შენობა-ნაგებობებისა და გადასაცემ მოწყობილობათა) ღირებულების დადგენის აქტის ფორმა (დანართი №2-ის შესაბამისად). მუხლი 3🔗 დამტკიცდეს ჩამოსაწერი ქონების აქტიური ნაწილის (მანქანა-დანადგარებისა და სხვ.) ღირებულების დადგენის აქტის ფორმა (დანართი №3-ის შესაბამისად). მუხლი 4🔗 დამტკიცდეს ქონების ლიკვიდაციის აქტის ფორმა (დანართი №4-ის შესაბამისად). მუხლი 5🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარერევაზ ჭავჭავაძე დანართი №1 თიღვის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიერ შექმნილი კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების  საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წ ე ს ი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები ეს წესი განსაზღვრავს თიღვის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიერ შექმნილი კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესს. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება 1. ქონება – თიღვის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის, მის მიერ შექმნილი კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების  ბალანსზე რიცხული ქონება.  2. ჩამოსაწერი ქონება – ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონება.  3. დაწესებულება – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან მის მიერ შექმნილი კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები.  4. საინვენტარიზაციო კომისია – ქონების ინვენტარიზაციის მიზნით დაწესებულებაში შექმნილი კომისია. მუხლი 3🔗. ინვენტარიზაციის ჩატარება 1. დაწესებულებაში ინვენტარიზაცია ტარდება „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანებით დამტკიცებული წესის თანახმად. 2. დაწესებულების ბალანსზე რიცხული ქონების ჩამოწერა ხდება ყოველი წლის ბოლოს ჩატარებული აქტივებისა და ვალდებულებათა ინვენტარიზაციის საფუძველზე, ხოლო ჩამოწერის შედეგები აისახება დაწესებულების წლიურ ბალანსზე. გამონაკლის შემთხვევებში, თუ ამას დაწესებულების ინტერესები მოითხოვს, ქონების ჩამოწერა შეიძლება განხორციელდეს წლის სხვა პერიოდშიც. მუხლი 4🔗. საინვენტარიზაციო კომისია 1. საინვენტარიზაციო კომისია (შემდგომში – კომისია) იქმნება დაწესებულების ხელმძღვანელის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. 2. კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს დაწესებულების ხელმძღვანელი. 3. კომისია შედგება თავმჯდომარის, მოადგილის, მდივნის, ბუღალტრისა (აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი) და სხვა წევრებისაგან. 4. საჭიროების შემთხვევაში, დაწესებულების ხელმძღვანელმა კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად შეიძლება მოიწვიოს დარგის სხვა სპეციალისტებიც. მოწვეული სპეციალისტები არ იღებენ მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. 5. კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უბრალო უმრავლესობით; ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა. მუხლი 5🔗. ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი 1. კომისია სწავლობს ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, ასაბუთებს მისი დაწესებულების ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას და ადგენს ლიკვიდაციის (ჩამოწერის) აქტს ყველა ქონებაზე ცალ-ცალკე. კომისია ასევე ამზადებს ჩამოსაწერი ქონების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტს, ამ წესზე თანდართული ტიპური აქტების ფორმის შესაბამისად (დანართი №2, დანართი №3) და, საჭიროების შემთხვევაში, ქონების ლიკვიდაციის აქტს (დანართი №4), რომელსაც წარუდგენს თიღვის მუნიციპალიტეტის გამგებელს. 2. ქონების ჩამოწერის აქტი უნდა შეესაბამებოდეს „საბიუჯეტო ორგანიზაციების პირველადი საბუღალტრო დოკუმენტებისა და სააღრიცხვო რეგისტრების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №449 ბრძანების მოთხოვნებს.  3. თიღვის მუნიციპალიტეტის გამგებელი უზრუნველყოფს ჩამოსაწერი ქონების ნარჩენი ღირებულებისა და მათი ლიკვიდაციის შედეგად მიღებული სასაქონლო-მატერიალური მარაგების ღირებულებების დადგენის აქტების შემოწმებასა და დადასტურებას შესაბამისი აუდიტორის მიერ, რის შემდეგაც იგი ამტკიცებს კომისიის მიერ ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებულ ყველა აქტს. 4. აუდიტის დასკვნაში ასევე ასახული უნდა იყოს ჩამოსაწერი ქონების ფიზიკური, ფაქტობრივი მდგომარეობა და შესაბამისი ფოტომასალა. 5. დაუმთავრებელი მშენებლობის ან ექსპლუატაციისათვის გამოუსადეგარი შენობა-ნაგებობის ჩამოწერისას საჭიროა საექსპერტო დასკვნა. 6. დაწესებულების ბალანსზე რიცხული ქონების ჩამოწერის პროცედურის დასრულების შემდეგ და ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის შედეგად მიღებული ქონება (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვ.) აისახება ბალანსში მარაგების სახით კომისიის მიერ დადგენილი ღირებულების შესაბამისად. მუხლი 6🔗. ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ქონების განადგურება და განკარგვა  1. ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ქონების შედეგად მიღებული ქონება, რომლის რაიმე დანიშნულებით გამოყენებაც შეუძლებელია, გამგებლის ბრძანების საფუძველზე ექვემდებარება განადგურებას.  2. ქონების განადგურების პროცესს ესწრებიან გამგებლის მიერ კომისიის შემადგენლობიდან განსაზღვრული პირები. 3. ქონების განადგურებას ტექნიკურად და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს დაწესებულება, რომელსაც ეკუთვნის გასანადგურებელი ქონება. 4. ქონება უნდა განადგურდეს სპეციალურად ამ მიზნისათვის გამოყოფილ ადგილებში. 5. ქონების განადგურების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ განადგურების პროცესის დამსწრე პირები.  6. ქონების განადგურებისათვის აუცილებელი ხარჯი ფინანსდება შესაბამისი დაწესებულების მიერ.  7. განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია დაწესებულების ხელმძღვანელი. მუხლი 7🔗. ჩამოწერილი ძირითადი საშუალებების რეალიზება ჩამოწერილი ქონების რეალიზება ხორციელდება საჯარო ან ელექტრონული აუქციონის ფორმით თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად. მუხლი 8🔗. თიღვის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის მიერ შექმნილი კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების   საკუთრებაში არსებული ქონების ჩამოწერის წესი  თვითმმართველი ერთეულის – თიღვის მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების   საკუთრებაში არსებული ქონების ჩამოწერის საკითხს წყვეტს შესაბამისი იურიდიული პირის ხელმძღვანელი. მუხლი 9🔗. დაწესებულების წიგნადი ფონდის, გამოცემების და საბიბლიოთეკო დოკუმენტაციის ჩამოწერის და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესი 1. დაწესებულების წიგნადი ფონდის, გამოცემების და საბიბლიოთეკო დოკუმენტაციის ჩამოწერის საფუძვლებია: ა) შინაარსობრივად (მორალურად) მოძველებული წიგნები და სხვა მასალები; ბ) ზედმეტი და არაპროფილური გამოცემები; გ) პოლიტიკურად აქტუალობადაკარგული გამოცემები; დ) ფიზიკურად მოძველებული (გაცვეთილი) მასალები; ე) მკითხველთა მიერ დაკარგული წიგნები და სხვა სახის მასალები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ჩამოსაწერი ქონების გამოსავლენ კრიტერიუმებს თიღვის მუნიციპალიტეტის გამგებელთან შეთანხმებით ადგენს იმ დაწესებულების ხელმძღვანელი, რომლის ბალანსზეც იმყოფება ეს ქონება. 3. დაწესებულების წიგნადი ფონდის, გამოცემების და საბიბლიოთეკო დოკუმენტაციის ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების რეალიზება ხორციელდება საჯარო ან ელექტრონული აუქციონის ფორმით თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად. დანართი №2 ჩამოსაწერი ქონების პასიური ნაწილის (შენობა-ნაგებობებისა და გადასაცემ მოწყობილობათა) ღირებულების დადგენის აქტის ფორმა ჩამოსაწერი ქონების პასიური ნაწილის (შენობა-ნაგებობებისა და გადასაცემ მოწყობილობათა) ღირებულების დადგენის აქტი 20 - წლის „––––––„––––––––––––––––––– მდგომარეობით საწარმოს დასახელება ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– № ქონე ბის დასახ ელება ექსპლუა ტაციაში შესვლის წელი ექსპლუა ტაციაში ყოფნის ვადა ღირებუ ლება გადაფა სებამდე (ლარი) ბუღალტ რული ცვეთა გადაფა სებამდე ფიზიკური ცვეთა გადაფა სებამდე ნარჩენი საბალან სო ღირებუ ლება გადაფა სებამდე (ლარი, გრ5-გრ9) გადაფასების კოეფიციენტი საქართველოს პრეზიდენტის 09.06.1997 წ. №295 ბრძანებულე ბის საფუძველზე ღირებუ ლება გადაფა სების შემდეგ (ლარი) ცვეთა გადაფა სების შემდეგ (ლარი) საამორტი ზაციო ანარიცხის ნორმა ძირითადი ფონდის სრულ აღდგენაზე ფიზიკური ცვეთა ნარჩენი საბალანსო ღირებულება % ლარი % ლარი ბუღალ ტრული ცვეთის % საბოლოო ფაქტობ რივი მდგომარე ობით % საბოლოო ბუღალტრული მდგომარეობით % ლარი ლარი აშშ დოლარი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 კომისიის წევრები: 1. –––––––––––––– ვამტკიცებ:                                                         ვადასტურებ:  2. –––––––––––––– საწარმოს                                                                                                     აუდიტორი –––––––––––  ხელმძღვანელი  –––––––––––  3. ––––––––––––––              ბ.ა.                                                                                                                                                  ბ.ა. დანართი №3 ჩამოსაწერი ქონების აქტიური ნაწილის (მანქანა-დანადგარებისა და სხვ.) ღირებულების დადგენის აქტის ფორმა საწარმოს დასახელება ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ჩამოსაწერი ქონების აქტიური ნაწილის (მანქანა-დანადგარებისა და სხვა) ღირებულების დადგენის აქტი 20 ––––––– წლის მდგომარეობით № ქონე ბის დასახ ელება ექსპლუა ტაციაში შესვლის წელი ექსპლუა ტაციაში ყოფნის ვადა ღირებუ ლება გადაფასე  ბამდე (ლარი) ბუღალტ  რული ცვეთა გადაფა  სებამდე ფიზი კური ცვეთა გადაფასე ბამდე ნარჩენი საბალანსო ღირებუ ლება გადაფასე ბამდე (ლარი), გრ. 5-გრ. 9) გადაფასების კოეფიციენტი საქართველოს პრეზიდენტის 09.06.1997 წ. №295 ბრძანებულე ბის საფუძველზე ღირებუ ლება გადაფასე ბის შემდეგ (ლარი) ცვეთა გადაფა სების შემდეგ (ლარი) საამორტი ზაციო ანარიცხის ნორმა ძირითადი ფონდის სრულ აღდგენაზე ფიზიკური ცვეთა ნარჩენი საბალანსო ღირებულება % ლარი % ლარი ბუღალ ტრული ცვეთის % საბოლოო ფაქტობ რივი მდგომარე ობით % საბოლოო ბუღალტ რული მდგომარე ობით % ლარი ლარი აშშ დოლარი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 კომისიის წევრები: 1. –––––––––––––– ვამტკიცებ:                                                         ვადასტურებ:  2. –––––––––––––– საწარმოს                                                        აუდიტორი                                                                                                                                                                    ხელმძღვანელი  –––––––––––                                                                                             –––––––––––  3. ––––––––––––––              ბ.ა.                                                                                                    ბ.ა. დანართი 4 ქონების ლიკვიდაციის აქტის ფორმა ქონების ლიკვიდაციის აქტი  20 ––––– წლის ,,–––––––„ –––––––––––––––––––––––––––– დაწესებულების დასახელება ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– № ქონების დასახელება ექსპლუატაციაში შესვლის (გამოშვების) წელი საწყისი საბალანსო ღირებულება გადაფასებამდე ცვეთა გადაფასებამდე % ლარი გადაფასების კოეფიციენტი საწყისი საბალანსო ღირებულება გადაფასების შემდეგ (ლარი) ცვეთა გადაფასების შემდეგ (ლარი) ნარჩენი საბალანსო ღირებულება (ლარი) შენიშვნა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 კომისიის შემადგენლობა: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– შექმნილი 20 წ. –––––– –––––––––––––––––––––––– № ––––––––––––––––––––––––––––– ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ––––––– საფუძველზე, რომელმაც დაათვალიერა –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (ქონების დასახელება) და აღმოჩნდა, რომ ძირითადი საშუალება ლიკვიდირებული უნდა იქნეს შემდეგის საფუძველზე: 1. ექსპლუატაციაში შესვლის (გამოშვების) წელი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 2. საწყისი საბალანსო ღირებულება: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 3. ქონების ტექნიკური მდგომარეობა და ლიკვიდაციის მიზეზი: ა) ––––––––––––––––––––––––; ბ) ––––––––––––––––––––––––; გ) ––––––––––––––––––––––––; კომისიის დასკვნა: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– კომისიის წევრები:1. –––––––––––––––––––––––––––––––––––– 2. –––––––––––––––––––––––––––––––––––– 3. –––––––––––––––––––––––––––––––––––– 4. –––––––––––––––––––––––––––––––––––– ვამტკიცებ: კომისიის თავმჯდომარე ––––––––––––––––––––––––––––––  ბ.ა. ქონების ლიკვიდაციის შედეგების გამოთვლა დანახარჯების ლიკვიდაცია ლიკვიდაციის შედეგად მიღებული დოკუმენტაციის დასახელება დანახარჯების ჩამონათვალი თანხა (ლარი) დოკუმენტაციის დასახელება ფასეულობათა სახეები რაოდენობა თანხა (ლარი) 1 2 3 4 5 6 7 ლიკვიდაციის შედეგის საერთო თანხა: –––––––––––––– (–––––––––––––––––––––––––––––––––) ლარი ლიკვიდაციის შედეგი: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– მთავარი ბუღალტერი ––––––––––––––––– „ –––––” ––––––––––––––––––––––––––––– 20 –––– წელი კომისიის თავმჯდომარე –––––––––––––––––––– ბ.ა.