საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ მიზნებისთვის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების ცალკეული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 02.10.2015
გამომცემი ორგანო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
ნომერი №45
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.169.016248
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/10/2015
matsne.gov.ge 733 სიტყვა · ~4 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად ჯავახიშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ მიზნებისთვის დუშეთის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების ცალკეული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 05.06.2015 „ნარჩენების მართვის კოდექსი“ საქართველოს კანონის მიზნებისთვის წალკის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების ცალკეული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 14.07.2015 საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ მიზნებისთვის ახმეტის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების ცალკეული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 06.07.2015 საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ მიზნებისათვის გურჯაანის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქების ცალკეული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 03.08.2015 საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ მიზნებისთვის ბოლნისის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების ცალკეული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 87% 15.06.2015

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ მიზნებისთვის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების ცალკეული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №45 2015 წლის 2 ოქტომბერი ქ. დედოფლისწყარო საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ მიზნებისთვის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების ცალკეული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ  საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის  „ზ“ ქვეპუნქტის,  24-ე მუხლის მეორე პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 33-ე მუხლის პირველი ნაწილისა და  48-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს: მუხლი 1🔗 განისაზღვროს დანართი 1-ის შესაბამისად დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების იმ ტერიტორიების  ჩამონათვალი, რომლის    დაბინძურება ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასით გამოიწვევს საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 33-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას (დანართი 1 თან ერთვის). მუხლი 2🔗 განისაზღვროს დანართი 2-ის შესაბამისად დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის იმ ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორია, სადაც 2016 წლის 15 იანვრამდე  არ ვრცელდება საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე მუხლის პირველი, მე-7 (გარდა იურიდიული პირისა), მე-9 (გარდა იურიდიული პირისა) ნაწილებით და 35-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა (დანართი 2 თან ერთვის) მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მუხლი 4🔗 დადგენილების გასაჩივრება შეიძლება სიღნაღის რაიონულ სასამართლოში  (ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. № 15) უშუალო ზიანის მიყენებიდან სამი თვის ვადაში.დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზვიად ჯავახიშვილი დანართი №1 დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების იმ ტერიტორიების  ჩამონათვალი, რომლის    დაბინძურება ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასით გამოიწვევს საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 33-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას: 1. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული პარკები, სკვერები, სასაფლაოები, სამამულო ომში დაღუპულთა მემორიალები (ტყე-პარკები), სპორტული ან მინი სპორტული მოედნები. 2. ქ.დედოფლისწყაროს  ადმინისტრაციული ერთეული - ქალაქ დედოფლისწყარო (შოთა რუსთაველის ქუჩა (შ.რუსთაველის №1-დან ბიძინა მაზიაშვილის ქუჩის დასაწყისამდე), ჰერეთის ქუჩა (საქართველოს ერთიანობისთვის თავდადებულთა მოედნიდან თეატრის ქუჩის დასაწყისამდე), საქართველოს ერთიანობისთვის თავდადებულთა მოედანი, ალექსანდრე პუშკინის ქუჩა, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა (№1-დან №8 ჩათვლით), ნიკო ფიროსმანის ქუჩის მონაკვეთი (შ.რუსთაველისა და ჰერეთის ქუჩების დამაკავშირებელი მონაკვეთი), ვახტანგ გორგასლის ქუჩის მონაკვეთი (შ.რუსთაველისა და ჰერეთის ქუჩების დამაკავშირებელი მონაკვეთი), თეატრის ქუჩა  (შ.რუსთაველისა და ჰერეთის ქუჩების დამაკავშირებელი ქუჩა), ბიძინა მაზიაშვილის ქუჩა). დანართი №2 დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის  იმ ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორიათა ჩამონათვალი (გარდა ამ ტერიტორიებზე გამავალი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა) სადაც 2016 წლის 15 იანვრამდე  არ ვრცელდება საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე მუხლის პირველი, მე-7 (გარდა იურიდიული პირისა), მე-9 (გარდა იურიდიული პირისა) ნაწილებით და 35-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა: 1. ქ. დედოფლისწყაროს ადმინისტრაციული ერთეული - ქალაქი დედოფლისწყარო (ფარნაოზ ლაპიაშვილის ქუჩა (ყოფილი მ.გორკის ქუჩა), გოგლა ლეონიძის ქუჩა, დათუნა ბოსტაშვილის (სამხედროს) ქუჩა, ალაზნის ქუჩა, მდინარე იორის ქუჩა, გრიგოლ ორბელიანის ქუჩა, წყაროს ქუჩა, გიორგი სააკაძის ქუჩა,  ქეთევან წამებულის ქუჩა, წმ.ნინოს ქუჩა,  არხოტის პირველი შესახვევი, კახეთის მეორე შესახვევი). პარკების, სკვერების, სასაფლაოების, სამამულო ომში დაღუპულთა მემორიალების (ტყე-პარკები), სპორტული ან  მინი სპორტული მოედნების გარდა). 2. სოფელი ხორნაბუჯის ადმინისტრაციული ერთეული - სოფელი ხორნაბუჯი (მიხეილ ლერმონტოვის ქუჩა, ვაშლოვანის ქუჩა, ვაჟა ფშაველას ქუჩა, ილია ჭავჭავაძის ქუჩა, 26 მაისის ქუჩა), სოფელი ჭოეთი. პარკების, სკვერების, სასაფლაოების, სამამულო ომში დაღუპულთა მემორიალების (ტყე-პარკები), სპორტული ან  მინი სპორტული მოედნების გარდა). 3. სოფელ სამრეკლოს ადმინისტრაციული ერთეული - სოფელი სამრეკლო  (№3, №5,  №7 №9,  №13,  №14  ქუჩის  მონაკვეთი,  №10 ქუჩიდან   №12 ქუჩამდე). პარკების, სკვერების, სასაფლაოების, სამამულო ომში დაღუპულთა მემორიალების (ტყე-პარკები), სპორტული ან  მინი სპორტული მოედნების გარდა). 4. ზემო მაჩხაანის ადმინისტრაციული ერთეული - სოფელი ზემო მაჩხაანი. (პარკების, სკვერების, სასაფლაოების, სამამულო ომში დაღუპულთა მემორიალების (ტყე-პარკები), სპორტული ან  მინი სპორტული მოედნების გარდა). 5. მირზაანის ადმინისტრაციული ერთეული - სოფელი მირზაანი. (პარკების, სკვერების, სასაფლაოების, სამამულო ომში დაღუპულთა მემორიალების (ტყე-პარკები), სპორტული ან  მინი სპორტული მოედნების გარდა). 6. არბოშიკის ადმინისტრაციული ერთეული - სოფელი არბოშიკი. (პარკების, სკვერების, სასაფლაოების, სამამულო ომში დაღუპულთა მემორიალების (ტყე-პარკები), სპორტული ან  მინი სპორტული მოედნების გარდა). 7. ოზაანის ადმინისტრაციული ერთეული - სოფელი ოზაანი და სოფელი თავწყარო. (პარკების, სკვერების, სასაფლაოების, სამამულო ომში დაღუპულთა მემორიალების (ტყე-პარკები), სპორტული ან  მინი სპორტული მოედნების გარდა). 8. გამარჯვების ადმინისტრაციული ერთეული - სოფელი გამარჯვება. (პარკების, სკვერების, სასაფლაოების, სამამულო ომში დაღუპულთა მემორიალების (ტყე-პარკები), სპორტული ან  მინი სპორტული მოედნების გარდა). 9. ზემო ქედის ადმინისტრაციული ერთეული - სოფელი ზემო ქედი. (პარკების, სკვერების, სასაფლაოების, სამამულო ომში დაღუპულთა მემორიალების (ტყე-პარკები), სპორტული ან  მინი სპორტული მოედნების გარდა). 10. ქვემო ქედის ადმინისტრაციული ერთეული - სოფელი ქვემო ქედი. (პარკების, სკვერების, სასაფლაოების, სამამულო ომში დაღუპულთა მემორიალების (ტყე-პარკები), სპორტული ან  მინი სპორტული მოედნების გარდა). 11. არხილოსკალოს ადმინისტრაციული ერთეული - სოფელი არხილოსკალო. (პარკების, სკვერების, სასაფლაოების, სამამულო ომში დაღუპულთა მემორიალების (ტყე-პარკები), სპორტული ან  მინი სპორტული მოედნების გარდა). 12. სამთაწყაროს ადმინისტრაციული ერთეული - სოფელი სამთაწყარო. (პარკების, სკვერების, სასაფლაოების, სამამულო ომში დაღუპულთა მემორიალების (ტყე-პარკები), სპორტული ან  მინი სპორტული მოედნების გარდა). 13. ფიროსმანის ადმინისტრაციული ერთეული - სოფელი ფიროსმანი. (პარკების, სკვერების, სასაფლაოების, სამამულო ომში დაღუპულთა მემორიალების (ტყე-პარკები), სპორტული ან  მინი სპორტული მოედნების გარდა). 14,. საბათლოს ადმინისტრაციული ერთეული -სოფელი საბათლო. (პარკების, სკვერების, სასაფლაოების, სამამულო ომში დაღუპულთა მემორიალების (ტყე-პარკები), სპორტული ან  მინი სპორტული მოედნების გარდა).