„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ორგანოებში საქმისწარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 06 მარტის №24 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №75 |
|
2015 წლის 2 ოქტომბერი ქ. გორი |
ა) დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„2. მუნიციპალიტეტი დოკუმენტებს იღებს მატერიალური და ელექტრონული ფორმით.“
ბ) დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„2. მუნიციპალიტეტი ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაცია, მათ შორის ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია, დაუყონევბლივ ან არაუგვიანეს 10 დღისა, თუ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხის გაცემა მოითხოვს:
ა) სხვა დასახლებულ პუნქტში არსებული მისი სტრუქტურული ქვედანაყოფიდან ან სხვა საჯარო დაწესებულებიდან ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას;
ბ) მნიშვნელოვანი მოცულობის ერთმანეთთან დაუკავშირებელი ცალკეული დოკუმენტების მოძიებასა და დამუშავებას;
გ) სხვა დასახლებულ პუნქტში არსებულ მის სტრუქტურულ ქვედანაყოფთნ ან სხვა საჯარო დაწესებულებასთან კონსულტაციას.“
გ) დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-15 მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. დოკუმენტის პროექტის ვიზირება ხორციელდება შემდეგი თანმიმდევრობით:
ა) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი( მითითება შეთანხმებულია);
ბ) იურიდიული სამსახურის უფროსი/განყოფილების უფროსი (მითითება შეთანხმებულია);
გ) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის განყოფილების უფროსი (მითითება შესწავლილია);
დ) მოხელე,რომელმაც მოამზადა დოკუმენტი( მითითება შემსრულებელი);“
დ) დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია საქმისწარმოებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით გამოიყენოს პროგრამული უზრუნველყოფა და მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებები; ნებისმიერი ინფორმაცია ან/და დოკუმენტი მიიღოს, გამოსცეს ან გასცეს მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებების გამოყენებით, თუკი დაინტერესებული პირის მიერ არჩეული არ არის ინფორმაციის მიღების სხვა ფორმა. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ელექტრონული ასლის სახით შეინახოს და გასცეს თავის მიერ შექმნილი ან თავისთან დაცული ნებისმიერი დოკუმენტი. დოკუმენტის ელექტრონულ ასლსა და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც ამ დოკუმენტს.“.
|