„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ორგანოებში საქმისწარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 06 მარტის №24 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№85
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.174.016127
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/11/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №85

2015 წლის 6 ნოემბერი

ქ. გორი

 

„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ორგანოებში საქმისწარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 06 მარტის №24 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
    საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2  პუნქტების,  საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“  63-ე მუხლის  და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის  საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ორგანოებში საქმისწარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” ქალაქ გორის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 06 მარტის №24 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 13.03.2015 წ., 010250050.35.174.016066) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ელექტრონული სახით მიღებული კორესპოდენცია თანდართულ მასალებთან ერთად მუშავდება და შეძლებისდაგვარად მატერიალიზდება (იბეჭდება).“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციიდან ამოღებულ იქნეს მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის  „დ“ ქვეპუნქტი“;

გ) დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციიდან ამოღებულ იქნეს მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის  „დ“ ქვეპუნქტი“;

დ) დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-6 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების განყოფილების მოხელე ვალდებულია თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქალაქეს მისცეს განმარტება განცხადების/საჩივრის წარმოდგენის პროცესში დაშვებული ხარვეზების შესახებ, უზრუნველყოს მოქალაქეები განცხადების და საჩივრის ფორმებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).“

ე) დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციიდან ამოღებულ იქნეს მე-15 მუხლის მე-13 პუნქტი;

ვ)  დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციიდან ამოღებულ იქნეს მე-15 მუხლის მე-14 პუნქტი;

ზ) დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციიდან ამოღებულ იქნეს მე-16 მუხლის მე-4 პუნქტი;

თ) დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-16 მუხლის მე-5  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. დოკუმენტის პროექტის ვიზირება ხორციელდება:

ა) მოხელე, რომელმაც მოამზადა დოკუმენტი (მითითება შემსრულებელი);

ბ) შესაბამისი სამსახურის განყოფილების უფროსი (მითითება შესწავლილია);

გ) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (მითითება შეთანხმებულია);

დ) შესაბამისი იურიდიული განყოფილების უფროსი და იურიდიული სამსახურის უფროსი (მითითება შეთანხმებულია).“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაპუნა კობერიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ორგანოებში საქმისწარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 06 მარტის №24 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ორგანოებში საქმისწარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 06 მარტის №24 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 06.11.2015.
როდის იქნა მიღებული „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ორგანოებში საქმისწარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 06 მარტის №24 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ორგანოებში საქმისწარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 06 მარტის №24 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 06.11.2015. მიმღები ორგანო — ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №85. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.174.016127.
რამდენი მუხლისგან შედგება „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ორგანოებში საქმისწარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 06 მარტის №24 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ორგანოებში საქმისწარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 06 მარტის №24 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ორგანოებში საქმისწარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 06 მარტის №24 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.11.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ორგანოებში საქმისწარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 06 მარტის №24 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №85, 06.11.2015, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.174.016127 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.11.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3046000/