ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№31
სარეგისტრაციო კოდი
190020020.35.125.016177
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/10/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №31

2015 წლის 6 ოქტომბერი

ქ. ტყიბული

 

 

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების 36-ე მუხლის საფუძველზე ტყიბულის მუნიციპალიტეტის  საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიანი აღნაგობის, სასყიდლიანი უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარისა და სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სარგებლობის სხვა ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირა განისაზღვროს ქონების საწყისი საპრივატიზებო ფასის არანაკლებ 10%-ის ოდენობით.
მუხლი 2
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ კუბლაშვილი