ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 12.10.2015
გამომცემი ორგანო ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №39
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.128.016240
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/10/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 384 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 02.10.2015 ქარელის მუნიციპალიტეტის მერისა და ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 27.11.2015 დმანისის მუნიციპალიტეტის მერისა და დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 13.10.2015 ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშების მოსმენის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 19.10.2015 სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 20.10.2015

დოკუმენტის ტექსტი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესის დამტკიცების შესახებ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №39 2015 წლის 12 ოქტომბერი დ. ხარაგაული        ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მეორე  პუნქტისა და 88-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის  წესი, დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეინგა მაღრაძე                                                                                                                                   დანართი№1 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესი მუხლი 1🔗  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) გამგებლისა და საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს მუნიციპალიტეტის გამგებლისა  და საკრებულოს წევრების მიერ ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრის მოწყობის საკითხებს. მუხლი 2🔗 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი და საკრებულოს წევრები ვალდებული არიან წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1 ნოემბრისა,  საჯარო შეხვედრები  მოაწყონ ამომრჩევლებთან და წარუდგინონ  მათ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ. მუხლი 3🔗 1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ანგარიშის ტექსტი, აპარატში რეგისტრაციიდან,  საკრებულოს აპარატის მიერ,  ხოლო გამგებლის   ანგარიშის ტექსტი, გამგეობის ადმინისტრაციულ სამსახურში რეგისტრაციიდან, ადმინისტრაციული  სამსახურის მიერ ქვეყნდება მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე  WWW.kharagauli.ge  და  ააიპ – ,,მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის“  მეშვეობით  ან მუნიციპალიტეტში მოქმედი  მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებით 10 დღის ვადაში . 2. მუნიციპალიტეტის გამგებლის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის საჯარო შეხვედრის შესახებ ცნობა, ანგარიშის წარდგენის დღე, ადგილი და საათი საკრებულოს აპარატის მიერ,  ხოლო გამგებლის    ანგარიშის წარდგენის დღე, ადგილი და საათი გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის მიერ ქვეყნდება მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე  WWW.kharagauli.ge  და  ააიპ –   ,,მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის“  მეშვეობით  ან მუნიციპალიტეტში მოქმედ  მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებით შეხვედრის ჩატარებამდე ერთი კვირით ადრე. მუხლი 4🔗 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი და საკრებულოს წევრები საჯარო შეხვედრაზე ანგარიშს წარადგენენ  წერილობითი სახით. ანგარიშის წარდგენისას დასაშვებია აუდიო, ვიდეო და კომპიუტერული ტექნიკის გამოყენება და მედიის წარმომადგენლების მოწვევა. მუხლი 5🔗  საჯარო შეხვედრაზე ანგარიშის სხდომის მიმდინარეობისას ფორმდება შესაბამისი ოქმი. მუხლი 6🔗 მუნიციპალიტეტის გამგებელი და საკრებულოს წევრები ვალდებული არიან საჯარო შეხვედრის დროს ანგარიშის განხილვისას უპასუხონ ამომრჩეველთა მიერ დასმულ შეკითხვებს. მუხლი 7🔗 საჯარო შეხვედრა შეიძლება ჩატარდეს მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში ან სხვა საჯარო სივრცეში, ასევე, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში, რასაც ურთიერთშეთანხმებით უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი ან გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური. მუხლი 8🔗 მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველს უფლება აქვს, შეუზღუდავად დაესწროს გამართულ საჯარო ანგარიშების განხილვას, ანგარიშის წარდგენის შემდეგ, უფლება აქვთ დასვან შეკითხვები, გამოთქვან  შენიშვნები და წინადადებები, შეაფასონ მომხსენებლის საქმიანობა.