თუშეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე 1000 კვ.მ ფართობის კოოპერატივ „რკ ალაზნის თავისათვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2205
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.020106
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/10/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2205

2015 წლის 13 ოქტომბერი

ქ. თბილისი

თუშეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე 1000 კვ.მ ფართობის კოოპერატივ „რკ ალაზნის თავისათვის“ აღნაგობის უფლებით  გადაცემის თაობაზე

 „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-12 მუხლის 23 პუნქტის, „ტექნიკური რეგლამენტის − თუშეთის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №16 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის − თუშეთის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.პ“ ქვეპუნქტისა და „დაცული ტერიტორიების უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემისას საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრისა და აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 მაისის №125 დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-10 პუნქტისა და მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად:

1. თუშეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე აგროტურიზმის ინფრასტრუქტურის (ცხვრის საწველი ბაკი, ტრადიციული თუშური გუდის ყველის დამზადებისა და შენახვის საწყობი, საკარვე და საპიკნიკე ადგილი და საპირფარეშო/საშხაპე) მოწყობის მიზნით, კოოპერატივ „რკ ალაზნის თავს“ (ს/კ №424613555 ) 49 წლის ვადით, აღნაგობის უფლებით გადაეცეს თუშეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მდებარე 1000 კვ.მ ფართობი (ს/კ №50.26.34.033).

2. აღნაგობის ყოველწლიურ საზღაურად განისაზღვროს 400 (ოთხასი) ლარი.

3. დაევალოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − დაცული ტერიტორიების სააგენტოს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გაუფორმოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირს აღნაგობის ხელშეკრულება.

4. ამ განკარგულების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების რეგისტრაცია განახორციელოს კოოპერატივმა „რ/კ ალაზნის თავმა“, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

      

პრემიერ-მინისტრი                                                         ირაკლი ღარიბაშვილი   

 

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „თუშეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე 1000 კვ.მ ფართობის კოოპერატივ „რკ ალაზნის თავისათვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემის თაობაზე“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „თუშეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე 1000 კვ.მ ფართობის კოოპერატივ „რკ ალაზნის თავისათვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.10.2015.
როდის იქნა მიღებული „თუშეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე 1000 კვ.მ ფართობის კოოპერატივ „რკ ალაზნის თავისათვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემის თაობაზე“?
„თუშეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე 1000 კვ.მ ფართობის კოოპერატივ „რკ ალაზნის თავისათვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემის თაობაზე“ მიღებულია 13.10.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №2205. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.020106.
სად არის „თუშეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე 1000 კვ.მ ფართობის კოოპერატივ „რკ ალაზნის თავისათვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.10.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „თუშეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე 1000 კვ.მ ფართობის კოოპერატივ „რკ ალაზნის თავისათვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემის თაობაზე“, №2205, 13.10.2015, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020106 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.10.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3022831/