ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 21.10.2015
გამომცემი ორგანო ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №39
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.173.016106
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/10/2015
matsne.gov.ge 691 სიტყვა · ~3 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი თამარ გოგოლაძე ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 30.10.2020 ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 25.10.2019 ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 03.08.2015 ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 03.02.2022 ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 26.06.2015

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №39 2015 წლის 21 ოქტომბერი ქ. ახალციხე ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-19 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, „სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის    მინიმალური სტანდარტის   დამტკიცების  შესახებ“   საქართველოს  მთავრობის  2012   წლის 21 თებერვლის №64 დადგენილების შესაბამისად, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ქალაქ  ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ელექტრონული საქმისწარმოების წესი დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელითამარ გოგოლაძე ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ელექტრონული საქმისწარმოების წესი მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო 1. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ელექტრონული საქმისწარმოების წესი (შემდგომში-წესი)  არეგულირებს  ქალაქ ახალციხის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს (შემდგომში - საკრებულოს) „სახაზინო (საბიუჯეტო)  დაწესებულებებში საქმისწარმოების  ავტომატიზებული    სისტემის    მინიმალური სტანდარტის   დამტკიცების  შესახებ“   საქართველოს   მთავრობის  2012 წლის 21 თებერვლის №64 დადგენილების შესაბამისად, ელექტრონული  დოკუმენტბრუნვის   სისტემის    მეშვეობით საქმისწარმოების განხორციელების პირობებს. 2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმისწარმოებაში გამოყენებული  ელექტრონული დოკუმენტების  სახეები,  მათი გაფორმების    სტანდარტები    განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის საქმისწარმოების ავტომატიზირებული სისტემის   პროგრამით. 3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ელექტრონული საქმისწარმოებისას,  გარდა ამ წესით განსაზღვრული ელექტრონული საქმისწარმოების  და მომსახურების განხორციელების პირობებისა, გამოიყენება მოქმედი კანონმდებლობა. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ წესის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ელექტრონული  დოკუმენტბრუნვის სისტემა - ელექტრონული დოკუმენტების გაცვლის სისტემა, რომლის მონაწილეთა შორის არსებული ურთიერთობები რეგულირდება ამ წესითა და სხვა ნორმატიული აქტებით; ავტორიზაცია - მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის შესაბამისი   უფლებამოსილი თანამშრომლის   რეგისტრაციის შედეგად მიღებული   „მომხმარებლის სახელისა“ და „პაროლის“ მეშვეობით   ელექტრონული   დოკუმენტბრუნვის სისტემაში  შესვლა, რომლითაც მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილი თანამშრომელი  ადასტურებს  საკუთარ  ვინაობას  და ახორციელებს ელექტრონულ დოკუმენტზე ხელმოწერას; ციფრული   ხელმოწერა   –   „ელექტრონული   ხელმოწერისა   და   ელექტრონული    დოკუმენტის შესახებ“  საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურით შესრულებული ხელმოწერა; ელექტრონული   დოკუმენტი  -  ელექტრონული,   ოპტიკური  ან  სხვა  მსგავსი  საშუალების გამოყენებით შექმნილი, გაგზავნილი, მიღებული ან/და შენახული წერილობითი ინფორმაცია. განცხადება - დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა; სამართლებრივი აქტი - მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ კანონმდებლობის საფუძველზე ელექტრონული ან/და მატერიალური ფორმით გამოცემული სამართლებრივი აქტი. დაინტერესებული  მხარე - ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ადმინისტრაციული  ორგანო, რომლებთან დაკავშირებითაც  გამოცემულია   სამართლებრივი აქტი, აგრეთვე, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს   სამართლებრივი აქტი, ან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება. პირადი   გვერდი   –   განმცხადებლის   ინდივიდუალური   გვერდი   ელექტრონული   დოკუმენტბრუნვის სისტემაში, სადაც ფიქსირდება მისი დოკუმენტბრუნვა სამსახურთან. მუხლი 3🔗. ადმინისტრაციული წარმოების დაწყება და განცხადების წარდგენა 1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ  ელექტრონული  საშუალებით  ადმინისტრაციული წარმოების დაწყება შესაძლებელია საკრებულოში   წარდგენილი, დაინტერესებული  პირის განცხადებით (შემდგომში–განმცხადებელი)  ან/და მუნიციპალიტეტის ინიციატივით; 2. საკრებულოში განცხადების  წარდგენის შემდეგ, საკრებულოს შესაბამისი საკრებულოს  აპარატის ელექტრონულ  საქმისწარმოებაზე პასუხისმგებელი   პირი  უზრუნველყოფს  განცხადების  (თანდართულ  დოკუმენტაციასთან   ერთად,  ასეთის არსებობის შემთხვევაში) განთავსებას, ატვირთვას ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში. 3. განცხადება მოწმდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 4. განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის ნამდვილობაზე ან/და ორიგინალთან მათ შესაბამისობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება განმცხადებელს; 5. ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით მუნიციპალიტეტის  საკრებულოს განცხადება და თანდართული დოკუმენტები არ გადაეგზავნება, თუ განმცხადებელი ვერ უზრუნველყოფს განცხადებაზე მიბმული ყველა სავალდებულო ველის შევსებას, რაც გულისხმობს საკითხის განხილვისათვის საჭირო ყველა დოკუმენტის ან/და ინფორმაციის მიწოდებას. 6. თუ განმცხადებელი საკრებულოს არ წარუდგენს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს, ან ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს  გონივრულ  ვადას დამატებითი  დოკუმენტის  ან /და ინფორმაციის წარდგენისათვის. ვადის ამოწურვის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი ორგანო მოქმედებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 4🔗. განცხადების განხილვა და სამართლებრივი აქტის გამოცემა 1. განცხადების განხილვა,    დოკუმენტის    ვიზირება,   სამართლებრივი    აქტის   გამოცემა ხორციელდება  ელექტრონული  დოკუმენტბრუნვის სისტემის    საშუალებით. დოკუმეტის ვიზირება შესაძლებელია განხორცილდეს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში მიმოწერის საშუალებით. 2. ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით გამოცემული  სამართლებრივი აქტი ან/და სხვა ელექტრონული დოკუმენტი   უნდა აკმაყოფილებდეს  საქართველოს  ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. 3. ელექტრონული  დოკუმენტბრუნვის  სისტემის  საშუალებით  გამოცემული   სამართლებრივი  აქტი ძალაში შედის  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი   აქტის   ოფიციალურ   გაცნობად   ჩაითვლება განმცხადებლისთვის   მისი   გაცნობა   ან შესაბამისი აქტის გადაცემა. 5. დაინტერესებული  მხარისათვის  ელექტრონული  დოკუმენტბრუნვის  სისტემის საშუალებით გამოცემული სამართლებრივი აქტის ოფიციალურ გაცნობად ჩაითვლება სამართლებრივი აქტის ელექტრონული ან/და მატერიალური საშუალებით პირველივე გაცნობა. 6. ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით შექმნილი დოკუმენტის ნამდვილობის დადგენა შესაძლებელია მისი ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში გადამოწმების ან/და დაშიფრული კოდის სპეციალური წამკითხავის საშუალებით. 7. განცხადების,    სამართლებრივი    აქტის   ნომერი    და   თარიღი    განისაზღვრება    ავტომატურ   რეჟიმში ელექტრონული  დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით. მუხლი 5🔗. დაინტერესებული მხარის მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებული მხარის მონაწილეობას  უზრუნველყოფს  საკრებულოს  აპარატი. მუხლი 6🔗. განცხადების განხილვის ვადები 1. განცხადების განხილვისას გამოიყენება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადები. 2. განცხადების   განხილვის   ვადის  დინება   აითვლება   მისი   ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში  განთავსების/ატვირთვის დღიდან. ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით კანონმდებლობით დადგენილი  ვადების ათვლისას საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრული უქმე და დასვენების დღეები არ იანგარიშება.