აბაშის მუნიციპალიტეტის მერისა და აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 30.10.2015
გამომცემი ორგანო აბაშის მუნიციპალიტეტი
ნომერი №38
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.110.016226
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/11/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.10.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ქურდოვანიძე | აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
მესტიის მუნიციპალიტეტის მერისა და მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ სენაკის მუნიციპალიტეტის მერისა და სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს წევრის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ ქარელის მუნიციპალიტეტის მერისა და ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული საქმიანობის (მუშაობის) შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
აბაშის მუნიციპალიტეტის მერისა და აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №38
2015 წლის 30 ოქტომბერი
აბაშა
აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 88-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს:
ა) აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესი (დანართი №1);
ბ) აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის ფორმა (დანართი №2).
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ქურდოვანიძე
დანართი №1
აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. ეს წესი განსაზღვრავს აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებლისა (შემდგომში ,,გამგებელი“) და აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (შემდგომში ,,საკრებულოს წევრი“) მიერ ამომრჩეველთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის პროცედურებს, ვადებსა და სამართლებრივ პირობებს.
2. ამ წესის მიზანია საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ განსაზღვრულ შემთხვევებში, უზრუნველყოს აბაშის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჩართულობა და ინფორმირებულობა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობაში.
მუხლი 2🔗.
გამგებლისა და საკრებულოს წევრის მიერ მუშაობის შესახებ ანგარიშების მოსმენა
1. გამგებელი და საკრებულოს წევრი ვალდებულნი არიან, წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1-ლი ნოემბრისა, მოაწყონ საჯარო შეხვედრები მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან და წარუდგინონ მათ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ.
2. გამგებელი და საკრებულოს წევრი უფლებამოსილნი არიან მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრები მოაწყონ და წარუდგინონ მათ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ ნებისმიერ დროს, საკუთარი შეხედულებისამებრ, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3. საჯარო შეხვედრა შეიძლება ჩატარდეს საკრებულოსა და გამგეობის სხდომათა დარბაზში ან სხვა საჯარო სივრცეში, ასევე მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში, რასაც ორგანიზაციულად უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი და/ან გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური.
4. საჯარო შეხვედრაზე ანგარიში წარდგენილი უნდა იქნეს წერილობითი სახით, ასევე შესაძლებელია საკრებულოს მიერ დამტკიცებული სპეციალური ფორმის მიხედვით. ანგარიშის წარდგენისას დასაშვებია აუდიო, ვიდეო და კომპიუტერული ტექნიკის გამოყენება.
მუხლი 3🔗.
მუნიციპალიტეტის ამომრჩევლის უფლებები
1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველს უფლება აქვს, შეუზღუდავად დაესწროს საჯარო ანგარიშების განხილვას.
2. საჯარო შეხვედრაზე დამსწრე ამომრჩევლებს, ანგარიშის წარდგენის შემდეგ, უფლება აქვთ დასვან შეკითხვები, გამოთქვან შენიშვნები და წინადადებები, შეაფასონ მომხსენებლის საქმიანობა.
3. გამგებელი და საკრებულოს წევრები ვალდებულნი არიან საჯარო შეხვედრის დროს ანგარიშის განხილვისას უპასუხონ ამომრჩეველთა მიერ დასმულ შეკითხვებს.
მუხლი 4🔗.
ინფორმაციის ხელმისაწვდომობა
1. გამგებელი და საკრებულოს წევრის მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრის მოწყობამდე და მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოსმენამდე ერთი კვირით ადრე მაინც, საკრებულოს აპარატი და გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური უზრუნველყოფს აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციის განთავსებას მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე და მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში.
2. გამგებელი და საკრებულოს წევრის მიერ წარდგენილი ანგარიშები ოფიციალურად ქვეყნდება მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე ანგარიშის წარდგენიდან 10 დღის ვადაში.
მუხლი 5🔗.
საჯარო შეხვედრების ორგანიზება
1. საკრებულოს წევრის ამომრჩეველთან საჯარო შეხვედრების ორგანიზებას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი, მუნიციპალიტეტი გამგეობის შესაბამისი სამსახურების დახმარებით.
2. გამგებლის საჯარო შეხვედრების ორგანიზებას უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახურები.
3. მუნიციპალიტეტის გამგებლისა და საკრებულოს წევრის ამომრჩეველთან შეხვედრისას დგება ამომრჩეველთან შეხვედრის ოქმი. ოქმში მითითებული უნდა იქნეს ამომრჩეველთან შეხვედრის თარიღი და ადგილი, ოქმის ნომერი, გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოკლე მიმოხილვა და საჭიროების შემთხვევაში სხვა ინფორმაცია. ოქმის შედგენა შესაძლებელია აუდიო, ვიდეო ტექნიკის გამოყენებით.
მუხლი 6🔗.
დასკვნითი დებულებები
ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საკრებულოს დადგენილებით კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დანართი №2
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის
შესახებ ანგარიშის ფორმა
საკრებულოს წევრის სახელი, გვარი _________________________________________
თანამდებობის დასახელება __________________________________________________
ფრაქციის დასახელება _______________________________________________________
კომისი(ებ)ის დასახელება ______________________________________________________
არჩევის წესი (მაჟორიტარული ოლქის მითითებით) _________________________________
საანგარიშო პერიოდი 20 ___ წლის _______ -დან 20 _____ წლის ___________ მდე.
ანგარიშის ტიპი (რიგითი, რიგგარეშე) ___________________________________________
1. საანგარიშო პერიოდში განხორციელებული საქმიანობა:
1. სულ საკრებულოს სხდომის რაოდენობა __________
საკრებულოს სხდომებზე დასწრება _____________
2. სულ კომისიის სხდომების რაოდენობა _____________ მ/შ დროებითი კომისიების __________
კომისიის სხდომებზე დასწრება _______________ მ/შ დროებითი კომისიების _____________
3. სულ ფრაქციების სხდომების რაოდენობა ___________
ფრაქციის სხდომებზე დასწრება ___________________
4. საკრებულოს წევრების მიერ მხარდაჭერილი მნიშვნელოვანი საკითხები
__________________________________________________________________________________
5. ის საკითხები, რომლებსაც საკრებულოს წევრმა მხარი არ დაუჭირა
__________________________________________________________________________________
6. მოქალაქეებთან შეხვედრების რაოდენობა _____________ და შეხვედრებზე მონაწილე მოქალაქეთა რაოდენობა _________
7. მოქალაქეებთან შეხვედრისას გამოთქმული ძირითადი საკითხები
__________________________________________________________________________
8. მოქალაქეთა პრობლემებზე საკრებულოს წევრის რეაგირების ფორმები (მათ შორის, დადებითად გადაწყვეტილი კონკრეტული საკითხები)
____________________________________________________________________________
___________________________________________________________________________
II. საკრებულოს წევრის მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული სხვა საქმიანობა
___________________________________________________________________________
შევსების თარიღი _________________
წარდგენის თარიღი _______________
ხელის მოწერა ____________________