„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №55 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება №154 |
|
2015 წლის 2 ნოემბერი ქ. თბილისი |
1. მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) უზრუნველყოფს წლის განმავლობაში ჩასატარებელი სისტემური მონიტორინგის გეგმის შემუშავებასა და გენერალური ინსპექციის უფროსისათვის/უფროსის მოადგილისათვის წარდგენას:“.
2. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ-მ“ ქვეპუნქტები:
„ვ) ანაწილებს მოვალეობებს/დავალებებს გენერალური ინსპექციის სამმართველოებს შორის;
ზ) ზედამხედველობს სამსახურებრივ შემოწმებასა და სისტემურ მონიტორინგს;
თ) იღებს გადაწყვეტილებას არაგეგმური სისტემური მონიტორინგის დაწყების თაობაზე;
ი) ამტკიცებს და მინისტრს შემდგომი რეაგირებისათვის წარუდგენს ანგარიშს და სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე შედგენილ დასკვნას;
კ) ამტკიცებს გეგმური სისტემური მონიტორინგის წლიურ გეგმას მინისტრის წერილობითი თანხმობით;
ლ) ამტკიცებს სისტემური მონიტორინგის პროგრამას და მასში ცვლილებებს ახორციელებს სისტემური მონიტორინგის სამმართველოს უფროსის წარდგინების საფუძველზე;
მ) ანაწილებს გენერალურ ინსპექციაში შემოსულ კორესპონდენციას სამმართველოებს შორის.“.
3. მე-16 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. გენერალური ინსპექციის უფროსის ან გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის გადაწყვეტილებით, გენერალური ინსპექციის ერთი სამმართველოს მოსამსახურეს შეიძლება დროებით დაეკისროს სხვა სამმართველოს მოსამსახურის ფუნქციები.“.
4. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 17
1. ამ დებულების მე-10 მუხლის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-12 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში გენერალური ინსპექცია ატარებს სამსახურებრივ შემოწმებას.
2. სამსახურებრივი შემოწმების ვადის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 1 თვეს. გამონაკლის შემთხვევებში, გენერალური ინსპექციის უფროსთან/უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით, ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს 3 თვემდე.“.
3. გენერალური ინსპექციის მოსამსახურის მიმართ დაწყებულ სამსახურებრივ შემოწმებას, ამ დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად, ატარებს მინისტრის მიერ საამისოდ განსაზღვრული ჯგუფი/პირი. ჯგუფის შემადგენლობას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, განსაზღვრავს მინისტრი.“.
5. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 20
სამსახურებრივი შემოწმების დაწყების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს გენერალური ინსპექციის უფროსი, ხოლო მინისტრის თანხმობით გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილემ ან შესაბამისი სამმართველოს უფროსმა.“.
6. 26-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად შედგენილი დასკვნა უნდა იყოს დასაბუთებული და შეიცავდეს ფაქტობრივი გარემოებების აღწერასა და შეფასებით ნაწილს. დასკვნას ხელს აწერს გენერალური ინსპექციის თანამშრომელი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებასა და დასკვნის შედგენაში, გენერალური ინსპექციის შესაბამისი შიდა სტრუქტურული ერთეულის უფროსი და გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე. დასკვნას ამტკიცებს გენერალური ინსპექციის უფროსი და შემდგომი რეაგირებისათვის წარუდგენს მინისტრს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში იღებს სათანადო გადაწყვეტილებას. გამონაკლის შემთხვევაში, დასკვნას ამტკიცებს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე და შემდგომი რეაგირებისათვის წარუდგენს მინისტრს.“.
7. 30-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. გეგმური სისტემური მონიტორინგი ხორციელდება წინასწარ დამტკიცებული წლიური გეგმის მიხედვით. სისტემური მონიტორინგის წლიურ გეგმას ყოველი მომდევნო წლისათვის, არაუგვიანეს ყოველი წლის პირველი დეკემბრისა, შეიმუშავებს სისტემური მონიტორინგის სამმართველოს უფროსი. სისტემური მონიტორინგის წლიურ გეგმას გენერალური ინსპექციის უფროსი/უფროსის მოადგილე წარუდგენს მინისტრს, რომელიც ამტკიცებს მას შესაბამისი ბრძანებით.“;
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. არაგეგმური სისტემური მონიტორინგის დაწყების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს გენერალური ინსპექციის უფროსი, გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე ან სისტემური მონიტორინგის სამმართველოს უფროსი, რის შესახებაც მინისტრი გამოსცემს შესაბამის ბრძანებას.“.
8. 31-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 31
1. სისტემური მონიტორინგის განხორციელებამდე გენერალური ინსპექციის უფროსი/უფროსის მოადგილე, სისტემური მონიტორინგის სამმართველოს უფროსის წარდგინებით, ამტკიცებს სისტემური მონიტორინგის პროგრამას, რომელიც შეიცავს ინფორმაციას:
ა) შესამოწმებელი ობიექტის შესახებ;
ბ) სისტემური მონიტორინგის მიზნის შესახებ;
გ) შემოწმების ფარგლების შესახებ;
დ) განსახორციელებელი აქტივობების შესახებ;
ე) სისტემური მონიტორინგის ვადების შესახებ;
ვ) სისტემური მონიტორინგის განმახორციელებელი ჯგუფის (შემდგომში – ჯგუფი) შემადგენლობისა და ჯგუფის უფროსის შესახებ;
ზ) სისტემური მონიტორინგის ჩატარებისათვის საჭირო სხვა მონაცემების შესახებ.
2. სისტემური მონიტორინგის პროგრამაში ცვლილებების განხორციელება შესაძლებელია გენერალური ინსპექციის უფროსის/უფროსის მოადგილის მიერ სისტემური მონიტორინგის სამმართველოს უფროსის წარდგინების საფუძველზე.“.
9. 35-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) თავფურცელს, რომელზეც მიეთითება ჩატარებული სისტემური მონიტორინგის დასახელება, ჯგუფის წევრების ხელმოწერები, სისტემური მონიტორინგის სამმართველოს უფროსის ხელმოწერა, გენერალური ინსპექციის უფროსის/უფროსის მოადგილის ხელმოწერა და სამინისტროს ლოგო;“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ანგარიში, გენერალური ინსპექციის უფროსის/უფროსის მოადგილის მიერ დამტკიცებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, წარედგინება მინისტრს, რომელიც ანგარიშს უგზავნის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორს და შესამოწმებელი ობიექტის/ობიექტების ხელმძღვანელს/ხელმძღვანელებს.“.
|