ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 03.11.2015
გამომცემი ორგანო ადიგენის მუნიციპალიტეტი
ნომერი №57
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.137.016208
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/11/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 564 სიტყვა · ~3 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იმედა მღებრიშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 22.09.2014 ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 02.10.2014 ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 16.09.2014 მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის განსახორციებელ ღონისძიებათა გეგმის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 88% 10.09.2014 ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 87% 27.11.2014

დოკუმენტის ტექსტი

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №57 2015 წლის 3 ნოემბერი დაბა ადიგენი ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა  და ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №23 დადგენილებით დამტკიცებული ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების 38-ე მუხლის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის  რეორგანიზაციის გეგმა, დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 რეორგანიზაციის პროცესში გამგეობამ იმუშაოს გამგეობისა და სტრუქტურული  ერთეულების მოქმედი დებულებებისა და საშტატო ნუსხის შესაბამისად. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიმედა მღებრიშვილი დანართი №1 ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმა მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმა (შემდგომში-გეგმა) შედგენილია საქართველოს ორგანული კანონის – ,,ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი’’ და ,,ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №23 დადგენილების მოთხოვნათა შესაბამისად. 2. გეგმა ადგენს სარეორგანიზაციო სტრუქტურას, რეორგანიზაციის ვადას, გასატარებელ ღონისძიებათა ჩამონათვალს და მის შესრულებაზე პასუხისმგებელ პირს. მუხლი 2🔗. სარეორგანიზაციო სტრუქტურა 1. რეორგანიზაცია შეეხება ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის შემდეგ სტრუქტურულ ერთეულს: ა) ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურიდან ზედამხედველობის განყოფილების გამოყოფა და ახალი სტრუქტურული ერთეულის ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის ჩამოყალიბება. მუხლი 3🔗. სარეორგანიზაციო ღონისძიებები და ჩატარების ვადა 1. გამგეობის რეორგანიზაცია უნდა დასრულდეს 2015 წლის 10 დეკემბრამდე. 2. რეორგანიზაციის პროცესში ტარდება შემდეგი ღონისძიებები (სამოქმედო გეგმა): ა) ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურიდან, ზედამხედველობის განყოფილების გამოყოფა, მუნიციპალიტეტის ახალი სტრუქტურული ერთეულის – ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის ჩამოყალიბება. ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ახალი სტრუქტურული ერთეულის ჩამოყალიბება და ფუნქციების განსაზღვრა უნდა დასრულდეს 2015 წლის 8 დეკემბრამდე; ბ) ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში შესატანი ცვლილებების პროექტის მომზადება და მიღება უნდა მოხდეს 2015 წლის 8 დეკემბრამდე; გ) ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების პროექტის მომზადება და მიღება უნდა მოხდეს 2015 წლის 8 დეკემბრამდე; დ) ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების პროექტის მომზადება და მიღება უნდა მოხდეს 2015 წლის 8 დეკემბრამდე; ე),,ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ’’ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 იანვრის №3 განკარგულებაში შესატანი ცვლილებებისა და ,,ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა, მოსამსახურეთა და ხელშეკრულებით აყვანილ პირთა რანგირების და თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ’’ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 იანვრის №4 განკარგულებაში შესატანი ცვლილებების პროექტის მომზადება და მიღება უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2015 წლის 8 დეკემბრისა; ვ) ვაკანტურ თანამდებობაზე (არსებობის შემთხვევაში) კონკურსის ჩატარების უზრუნველყოფა ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილებით დამტკიცებული წესის მიხედვით, მოქმედი კანონმდებლობის ვადების დაცვით, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად; ზ) ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის მოსამსახურეთა გაფრთხილება მოსალოდნელი რეორგანიზაციის, შტატების შემცირების (საჭიროების შემთხვევაში) ან სხვა სამსახურში გადაყვანის შესახებ უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2015 წლის 10 ნოემბრამდე; თ) ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის სარეორგანიზაციო სტრუქტურის მოსამსახურეთა სამუშაო  აღწერილობებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების პროექტების მომზადება და მიღება უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2015 წლის  8 დეკემბრისა. მუხლი 4🔗. გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები 1. გეგმის შესრულებას კოორდინაციას უწევს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი, რომელმაც საკრებულოს დასამტკიცებლად უნდა წარუდგინოს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტები. 2. გეგმის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ", ,,გ’’, ,,დ’’, და ,,ე’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებათა შესრულებაზე პასუხისმგებელია ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახური. 3. გეგმის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ’’ და ,,ზ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების შესრულებაზე პასუხისმგებელია ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური. 4. გეგმის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის ,,თ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებათა შესრულებაზე პასუხისმგებელია ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახური და ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სარეორგანიზაციო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.